#59291782 · 6 Jun 2022, 15:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
The DoctoR ვიცით, რომ ნებისმიერი ბუნებრივი რესურსის ათვისებისას ინვესტორი იღებს რაღაც ვალდებულებას (ზოგ შემთხვევაში ეს ვალდებულება ფულით ანაზღაურებასაც გულისხმობს) გარემოს დაცვის მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა კარიერს მოვიპოვებთ, ნავთობს, თუ ჰესს ავაშენებთ. მაგალითად, ზოგ რეგიონებში სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყალმომარაგების კუთხით. კი ბატონო, მე ადგილობრივი მაცხოვრებელი წამსვლელი ვარ დათმობაზე, ოღონდ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები. მითუმეტეს შეგვიძლია იმდენის წარმოება, რომ ექსპორტზეც გავიტანოთ და მეტი სიკეთის შესაძლებლობები გაჩნდეს ქვეყანაში. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება მკაცრი კონტროლი. პრობლემაც სწორედ ეგაა, რომ ვიღაცეები ბოროტად სარგებლობენ ამით და საბოლოოდ ზარალდება სახელმწიფო. მთავრობა და ინვესტორი პირდაპირ გვეუბნება რისთვის შენდება ჰესი. მე არ მახსენდება რომელიმეს ეთქვას მაინერების განთავსებას ვაპირებთო და რავიცი ესეიგი პრობლემა არსებობს და კითხვები უნდა დაისვას, ხო? თუ რამეში ვცდები კი ბატონო, განვავრცოთ.
This post has been edited by karela on 6 Jun 2022, 15:20
--------------------
,,როგორც ადრე ვიმარჯვებდით დიდგორთან და ბასიანთან, ახლაც უნდა გავიმარჯვოთ დიდ ღორთან და ბასიაკთან!'' © ტარიელ ჭანტურია
|