მაგარი ხალხია.
გუშინ ტურისტების სასტავთან დავლიე და ორი ირლანდიელი იყო, ამერიკელი, ახალ ზელანდიელი, სინგაპურელი, ებრაელი, ბრაზილიელი...
ხო გავიცანით ერთმანეთი და კაციშვილმა არ იცოდა საქართველო, ებრაელმა იცოდა მარტო და ამ ირლანდიელებმა, თქვენი რაგბი გვევასებაო, ექვს ერში როგორ არ გიღებენ პრო#ებიო...
ჰოსტელში რჩებოდნენ და ავედი მაგათთან და ლუდებიც ავყარე ბლომად, ჯერ გაუკვირდათ მარტო შენ რატო იკისრეო და მერე სულ Georgian bro მეძახეს და სურათები იღეს ჩემთან ამ ირლანდიელებმა, მაგარი კაცები ხართ ქართველებიო, დანარჩენები წრუპავდნენ და ჩვენ შევუბერეთ მაგრად ))
მერე ამერიკელმა მოსაწევი გააძრო და დაგვპატიჟა
მერე ერთი ირლანდიელი გავოდა და ერთი ყუთი ლუდი იმანაც მოიტანა, გაუსწორდა დაპატიჟების პროცესი

მოკლედ, ირლანდიელები ჯიგრები არიან

დღეს კიდე უნდა დავადგე საღამოს, ქართულ ღვინოს გაგასინჯებთ მეთქი, ისეთი რეკლამა გავუკეთე რო...

არადა ახალზელანდიელი გოგო რო იყო, ჩვენ ოჯახს დიდი მევენახეობა გვაქვსო, ძაან განვითარებულია ზელანდიაში მეღვინეობა...
ქვევრი რო დავუგუგლე, გაუკვირდათ მაგრად, ესეთი არაფერი გაგვიგიაო...
Mens sana in corpore sano...