სად ვართ:
ა) რეკომენდაციის ფაზა. საბოლოო დასკვნა სადღაც 1 კვირაში დაიდევა, მაგრამ, როგორც წესი, არაფერი იცვლება
ბ) მოლდოვას და უკრაინას აძლევენ რეკომენდაციას კანდიდატის სტაუტსზე, ჩვენ არა, სანამ არ გამოვასწორებთ ჩამოთვლილს
1) ქოცები დააპაშოლეთო:
"პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;"
2) გააძლიერეთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი დამოუკიდებელი ფუნქციონირება, მიხედეთ საარჩევნო სისტემას, მათ შორის გაითვალისწინეთ ეუთო-ოდირის-ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
3) მიხედეთ სასამართლოს: შეიმუშავეთ (ფართო კონსენსუსით) რეფორმის სტრატეგია და მის განხორცილეების გეგმა, მიხედეთ ყველა სირობას რაზეც გაკრიტიკებდით უზენაისი სასამარტლოს მოსმამართლეების დანიშვნის პროცესში, გენ პროკურორის დანიშვნის პროცესში და ა.შ. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი შტო, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს (და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს)
4) გააძლიეროს მისი (სასამართლოს) ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრი განხილვის მიზნით; ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
5) ბიძინა გაუშვითო ნახუი:
"განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასაკუთრებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით;"
6) კრიმინალს მიხედეთ
"გააძლიეროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, განსაკუთრებით მკაცრი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებების სანდო გამოცდის უზრუნველყოფის გზით; გარანტიას უწევს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებას და ზედამხედველობას."
7) ნუ შესცემთ მედიას
"განახორციელოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და უსაფრთხოების საფრთხის შემთხვევაში. მედიის სხვა პროფესიონალები;"
8) სექსუალურ უმცირესობებს ნუ მიატაბურეტკებთ
"სწრაფი ნაბიჯები გადადგას მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, ძალადობის დამნაშავეებისა და წამქეზებელთა სასამართლოს უფრო ეფექტურად წარდგენით;"
9) ქალებზე ნუ ძალადობთ
"განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია;"
10) უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
11) მიიღონ კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
12) ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
წყარო:
https://ec.europa.eu/commission/presscorner...n/QANDA_22_3800დაგაკვირდებითო!
პს
ვისაც მიგაჩნიათ, რომ ეგ სია რაღაცნაირად თავსებადია ქოცხროვის ხელისუფლებაში დარჩენასთან, იქნებ გაგვიასნოთ, რაფერ.