შავლეგა
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4172
წევრი No.: 34758
რეგისტრ.: 12-May 07
|
#59350541 · 24 Jun 2022, 17:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (G1oba1 @ 24 Jun 2022, 15:15 ) | QUOTE | დავუშვათ, ხელისუფლებამ მომდევნო თვეებში არ დააინიცირა ან გააჯანჯლა საჭირო ცვლილებები.
|
შავლეგა ამის მერე ოპოზიცია როგორ მოიქცევა შენთვის რა აზრი აქვს?? ხელისუფლებაზე პროტესტის გრძნობა არ გიჩნდება? დღესაა აქცია შენთვის საკმარისი მიზეზი არაა ხელისუფლების ეს ქმედებები რომ გააპროტესტო და გამოხვიდე გარეთ?
|
რომელი "ეს ქმედებები" უნდა გავაპროტესტო? კი ბატონო, გააპროტეატეთ, რაც გასაპროტესტებელია და ეგრევე გამოვალ.
გასაგებია, რომ ახლა სატელეჟურნალიუგეთის მიერ მოხვეული ტყუილის თავს მოხვევას ეცდები, მაგრამ აზრი არ აქვს. საქართველომ კანდიდატის სტატუსი სწორედ იმ საკითხების გამო ვერ მიიღ, რაც 12 პუნქტში წერია და არა იმ საკითხების გამო, რაც ტელეზომბმაყურებელს ჩაუბეჭდეს ტვინში.
მოკლედ, კი ბატონო, ავიღოთ 12 პუნქტი, რისი შესრულების სანაცვლოდაც გვთავაზოვენ სტატუსს.
არსად წერია იქ "უკრაინა", "სანქციების არშესრულება", "ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინაზე" და სხვა გამოგონილი ბოდვები, ხომ? რის გამოც შენ აპროტესტებ, ხომ ასეა?
1. დეპოლარიზაცია. ოპოზიციის არდა, ხელისუფლებაც ჯერჯერობით არ ასრულებს - ვაპროტესტებ ორივე მხარის მიმართ. იმავდროულად, ამ მოთხოვნით ვერ დავდგები უფრო მეტად რადიკალურ და უფრო მეტად პოლარიზებულ მხარეს, მით უფრო დღეს, რომლის ერთადერთი მიზანიც არის პოლარიზაციის გაზრდა, რადგან სხვაგვარაფ უბრალოდ დაიღუპება რადიკალური ოპოზოცია. სხვა მიზანი დღევანდელ აქციას ვერ ექნება.
თუმცა, ჯანდაბას, მოითხოვეთ დეპოლარიზაცია არაპოლარიზებულ აქციაზე და არ დავდექი?
2. სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქიონირება და არჩევნები.
სახელმწიფო ინსტიტუტებში მოითხოვეთ რამე და არ დავდექი? ერთი იდეა მაინც წარადგინა რადიკალურმა ოპოზიციამ და გვერდში არ დავუდექი?? თვითონ რადიკალური ოპოზიცია აფუნქციონირებს ნორმალურად იმ ინსტიტუტს სადაც ყრიან? თუ ჰგონიათ თვითონ არ არიან სახელმწიფო ინსტიტუტის ნაწილი?
არჩევნების მეტი გამჭირვალობის მიზნით ეუთო ოდირის ყველა ვალდებულების შესრულება:
მოითხოვე, კი ბატონო, რასაც არ ასრულებს ხელისუფლება, არც კი მსმენია, იმიტომ რომ ოპოზიციაც კი აღარ ლაპარაკობს არჩევნებზე კიდევ რა არის გასაკეთებელი. რას ითხოვ, დამიზუსტე და კი ბატონო, დავდგები.
3. სასამართლოს ჭეშმარიტი დამოუკოდებლობა
ამ საკითხში არ მახსოვს არცერთი იდეა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ერთის გარდა: უცხოელი მოსამართლეების მოწვევა. ამაში მხარს ვერ დავუჭერ. "კლანი" და ეგეთები: ჩემთვის არ არის ცნობილი არცერთი სასამართლო დასკვნა, სადაც სასამართლომ უსამართო გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ე. წ. ვითომ პოლიტიზებულ საქმეებზე - განსასჯელთათვის შემამსუბუქებელი, პოზიტიურად დისკრიმინაციული გადაწყვწტილებებია მიღებული პირიქით.
4. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა
არ მახსოვს არცერთი იდეა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამიტომ არ ვიცი ეას ითხოვენ ამ ნაწილში.
მოითხოვონ, პირველ რიგში მე დავდგები ამ თემაში.
5. დეოლიგარქიზაცია
მე ვერ დავდგები იმის გვერდზე აქციაზე ვინც ივანიშვილს მიიჩნევს ოლიგარქად და კეზერაშვილს - არა.
თუ შევთანმხდებით, რომ კრიტერიუმები ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი, მაშინ კი ბატონო. თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღევანდელი გამპროტესტებლები არ ეთანხმებიან მაგალითად - უკრაინული კანონის მიღებას, გაუგებარია რატომ.
6.ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა
კი ბატონო, მოითხოვეთ და დავდგები. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ აქ ქართველების ევროპაში "თავის გამოჩენაზეა" საუბარი და ეს არმარტო მთავრობის, პრაქტიკულად თითოეული ჩვენგანის შესასრულებელია.
მოითხოვეთ ქოლცენტრების დახურვა და კი ბატონო, მაგრ რამდენი მუშაობთ იმავე ქოლცენტრში? კაია "დარმავოი" ფული ხომ?? კაია, ნაცნობის შვილი სტუდენტი 2000$-ს რომ იღებს თვეში სისხლიან ფულს?
ვაპროტესტებ და ვუპროტესტებ ყცელას, მფარველსაც, ორგანიზატორსაც და მომუშავესაც და მისი კვერის დამვრელსაც.
7. თავისუფალი მედია, მედიამფლობელების მიმართ სასამართო დავის უმაღეს დონეზე წარმართვა და ჟურნალისტებზე თვდასხმების ეფექტური გამოძიება.
თავისუფალი მედია ჩემთვის არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა არსებობს ბევრი არათავისუფალი სხვადახვა მიმართულებით მომუშავე მედია (ზოგი პროსახელისუფლო, ზოგი ოპოზიციური, ერთიორი ნეიტრალური - საინფორმაციო ხასიათის, რითაც ტექნიკურად უზრუნველყოფილია ინფორმაციაზე წვდომა სრულად ჩემთვის). ამიტომ, ამ მოთხოვნაში ვერ დავუდგები ვერავითარ შემთხვევაში აქციებზე ან გვერდით, იმ პოლიტიკური ძალების მართულ აქციას, რომელთაც სამი ტვინის სარეცხი მანქანა აქვთ 24/7/365-ზე ჩართული. უბრალოდ გამორიცხულია. ესენი თვითონ არღვევენ ამ პირობას უკვე ბოლო 18 წელიწადია და ამის შესრულება რომ მოვითხოვო, ესე იგი მათივე დახურვა უნდა მოვითხოვო ტვ"იმედთან" ერთად ხომ?
არ ვეთანხმები თვითონ ევროკავშირის ფორმულირებას მეორე საკითში: არავითარი უპირატესობა მედიამფლობელს სასამართოში არ უნდა ჰქონდეს, მაგალითად ჩემთან შედარებით. თუ გულისხმობენ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს - კი ბატონო, თუმცა ჩემთვის არ არის ცნობილი მედიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე სასამართლო დავა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. მშვენივრად მუშაობს ეთიკის საბჭო და არავითარი სასამართლო არ იმართება ხოლმე მედიის დარღვევებზე, დიდი-დიდი 1 ლარი მოითხოვონ ხოლმე დეზინფორმაციით დაზარალებულმა სიმბოლურად.
ჟურნალისტებზე თავდასხმების გამოძიება: 20ზე მეტი ადამიანია დაჭერილი და აქ აქციაზე გასაპროტესტებელი რა არის, ზუსტად არც ვიცი.
8. მოწყვლადი ჯგუფები და მოძალადეებისგან დაცვა.
მე არ ვიცი, რა უნდა გავაპროტეატო აქ ხელისუფლების წინააღმდეგ იმ ჯგუფთან ერთად, ვინც პოლიციელებზე ძალადობდა არაერთხელ და პარლამენტში ვარდებოდა.
ჟურნალისტების წინააღმდეგ 20 ივნისის ძალადობას ვაპროტესტებ, კი ბატონო, იმავდროულად ჩემთვის ეს საქმე ნორმალურად გამოიძიება და ყველა არის იქ სადაც უნდა იყოს.
დანარჩენი, ბავშვების, პენსიონერების, ვეტერანების, შშმ პირების, სოცდაუცველების, ლტოლვილების, ეთნიკური უმცირესობების დაცვა, ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ ისტორიულად უმაღლეს დონეზეა და კი ბატონო, მოვითხოვოთ მეტი.
იქვე ძალიან კარგად მახსოვს რომ არცერთი მოთხოვნა არასოდეს არ დაუყენებია რადიკალურ ოპოზიციას, მაგალითდ ელისაშვილის არარადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით.
და დღეს ამას ითხოვენ??
9. გენდერული თანასწორობა და ქალთა ძალადობის პრევენცია.
არასოდეს საქართველოში არ ყოფილა ქალთა უფლებები ამ დონეზე დაცული, იმაზე გაცილებიჸ მეტად ვიდრე ჩვენი პატრიარქალური ტრადიციები და აღზრდა იძლევა საშუალებას. უამრავი პროექტი თუ გადაწყვეტილება არის ამ მიმართულებით შესრულებული, მთვრობის მიმართ პირადად მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
გენდერული თანასწორობა: ყველაზე ლოიალური მთავრობა სეასუალური უმცირესობების მიმართ. ზუსტად ამან განაპირობა რადიკალური ველური მოძრაობების წინ წამოწევა და არა პირიქით, რასაც ბოდავენ თვითონაც რადიკალები. ვინ გაბედავდა ადრე 17 მაისის ჩატარებას, ან რამე ღონისძიების?? პირიქით, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას პირდაპირი დისკრიმინაციის, ჩაგვრის, დავერბოვკების და კიდევ რად აღარ იყენებდნენ, პირდაპირ ვიდეოებს უღებდნენ საწოლში... არავითარ შთხვევაში არ დავუდგები რადიკალურ ოპოზიციას ამ მოთხოვნაში გვერდით, რადგან ეს პირველ რიგში მათ აქვთ დარღვეული ასობით და ათასობით შემთხვევაში.
10. სამოქალაქო საზოგადოების ყველა დონეზე ჩართვა.
მე ჩემ სფეროდან ვიტყვი რომ უმაღლეს დონეზე ვართ კერძო სექტორი ჩართული, მეტი არ ჱეიძლება, მაშინ როცა რადიკალების დროს ჩართულობა იყო 0%. ადამიანებად არ გვთვლიდნენ.
რამდენადაც ვიცი აქ არც არავინ არაფერს აპროტესტებს, პირიქით, ლამისაა სასამართლოს გადაბარებას ითხოვენ უკვე, იმხელაზე გაეზარდათ მადა რადიკალების მარღულ NGOებს. იამრავ კომისიაში და კიდევ სად აღარ მონაწილეობენ. მარტო ლომჯარიას დანიშვნა რად ღირს.
მოკლედ, აქ არ ვიცი რა უნდა გავაპროტესტო, მე პრობლემას უფრო მეორე მხრიდან ვხედავ: ძალიან საშინელ დღეშია NGO სექტორი, რაც გიგაურმა, ნაც-NGO-ებმა, ე. წ. "სამართლიანი არჩვნებმა" გაუკეთეს NGO სექტორს, არ ვიცი სახელმწიფოს აქ რა უნდა გავუპროტესტო. მე თვითონ ვარ კერძო სექტორში, სადაც ძალიან ხშირად გვეკითხებიან სახელმწიფოდან აზრს და ითვალისწინებენ უმრავლეს შემთხვევაში.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის პროაქტიული გამოყენება.
არამგონია ამას ვინმე ითხოვდეს დღეს, მით უმეტეს ისინი, რომელთა ბელადებიც სწორედ ამ ევროპულმა სასამართლომ დაადანაშაულა წამებებში, მკვლელობებში, მკვლელთა მფარველობებში, დეპუტატთა ცემის ბრძანებაში და ა. შ.
მოდი, შევთანხმდეთ, რომ ესენი ამ პუნქტის შესრულებას პირიქით, არ ითხოვენ.
12 . სახალხო დამცველად ამ შემოდგომით აირჩონ დამოუკიდებელი ფიგურა.
აქ არ ვიცი რა გავაპროტესტო, პირიქით, ამათი დანიშულია ზისტად ლომჯარია და რა ვიცი, წინასწარ ხომ არ გავაპროტესტებ მომავალ დანიშვნას??
მოკლედ, ეს არის 12 პუნქტი.
ახლა შენ გელოდები, რის გაპროტეატებაზე მეპატიჟები იმ აქციაზე რომლის სულისკვეთებაც არღვევს ამ 12 პუნქტის პირველივე პუნქტს?
არის რამე კიდევ რის გამოც გადაგვიდეს კანდიდატის სტატუსი და მე არ ვიცი და თვითონ ევროკომისიამ და ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა არ იცის???
This post has been edited by შავლეგა on 24 Jun 2022, 17:40
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|