შალვა პაპუაშვილი: 12 რეკომენდაციიდან 3 უკვე შესრულებულია ეს თქვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ.
"დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია. არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის, შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებული და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის...
ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზეც ევროკავშირიც საუბრობს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ახლა რა თქვა ევროკომისიამ ერთი თვის წინ:მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან სამი რეკომენდაცია „სრულად შესრულებულად“ შეუფასეს;
ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე;
დისკუსიის მიმდინარეობისას გერმანიის, ესტონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა.
ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს:
3 რეკომენდაცია სრულად აქვს შესრულებული;
1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი;
7 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს;
1 რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
ის 3 რეკომენდაცია, რომელიც სრულად შესრულებულად ჩაითვალა, არის:
დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა;
გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია;
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება;
მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის
ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი.
ევროკომისიამ გამოყო
დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია და თქვა, რომ ამ პუნქტზე საქართველოს
„ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
სხვა ქვეყნების პროგრესის შეფასებისას ასეთი შეფასება გამოყენებული საერთოდ არ არის. საქართველოს
„კარგი პროგრესი“ არცერთ პუნქტში არ აქვს.
მოხსენების ბოლოს ევროკომისიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე პუნქტს, რაზეც საქართველოს დამატებით მუშაობა სჭირდება:
დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა და მედია.რა ქნეს სხვა ქვეყნებმა?ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან:
2 სრულად შეასრულა;
5-ზე აქვს „გარკვეული პროგრესი“;
მოლდოვამ კი 9 რეკომენდაციიდან:
3 სრულად შეასრულა;
3-ზე „კარგი პროგრესი“ აქვს;
3-ზე - „გარკვეული პროგრესი“;
მოლდოვასა და უკრაინას არცერთ პუნქტზე არ მიუთითეს, რომ „ნულოვანი პროგრესი“ ან „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32517941.htmlhttps://www.radiotavisupleba.ge/a/32468959.htmlახლა მე კითხვა მიჩნდება: ვის აბოლებს ეს პაპუასაშვილი? მისნაირი რეგვენ-უტიფარ-ვირეშმაკა გონია ხალხიც?