არამარტო მონოპოლიას, ჩვენ შემთხვევაში თუ ერთდროულად რამდენიმე ბაზარზე ფლობს მნიშვნელოვან წილებს მაშინაც უნდა ამოქმედდეს ეგ პუნქტი
ასევე დავამატებდი ჩემი ნება რომ იყოს:
5. თუ გარე რომელიმე საეჭვო ქვეყანასთან აქვს კავშირები ფინანსურად ან პოლიტიკურად ავტომატურად წითელი ბარათი და ასეთი ქვეყნების სია უნდა შედგეს.
ეს სია უნდა შეეხოს როგორც რუსეთს და მტრულად განწყობილ ქვეყნებს რომლებიც ოკუპაციას არ აღიარებენ ან ნეიტრალი უჭირავს , ასევე ისეთ ქვეყნებს სადაც ოფშორებში მიდის ჩალიჩი. თუ ადამიანს პოლიტიკაში მოსვლა ან ჩარევა უნდა აბსოლიტურად გამჭირვალე ფინანსური დოკუმენტაცია უნდა ქონდეს როგორც მას ასევე მის ოჯახს. ასევე გამჭირვალე უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები გარე ძალასთან
6. პოლიტპარტიების დამფინანსებლების სიაც ასეთივე გამჭირვალე უნდა იყოს მიუხედავად იმისა არის თუ არა ოლიგარქი.
პოლიტპარტიას თუ აფინანსებ უნდა იყო აბსოლიტურად გამჭირვალე ყოველმხრივ
ამ ყველაფერს თუ მივიღებთ ეგ იქნება ლუსტრაცია ოცნებაშიც და ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსებშიც. პოლიტიკაში იქნება გამჭვირვალეობა თუ რა ფული ტრიალებს, სხვა შემთხვევაში არ გვეშველება

პ.ს საერთოდ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ასე ჰარი-ჰარალოზე არ უნდა ინიშნებოდეს ხალხი. მინიმუმ სავალდებულო ან რამე მსგავსი უფრო მკაცრი შემოწმება უნდა გქონდეს გავლილი. ამისთვის ნორმალური სუსი გვინდა და არა პორნოებზე დახამებული სუსი
აბა ომი გინდათო რო იძახით რა ომში არ ვართ თუ ოკუპირებული არ აქ რუსეთს ტერიტორია, გაყინული კონფლიქტიც ომია
This post has been edited by avt13 on 26 Jun 2022, 07:10