ბლა ბლა ბლა.
ანუ არ გაქ პასუხი.
კაი
სადღაც 1994-1995-ში (ზუსტი წელი არ მახოვს) ედიკამ რუსებს გაახსნევინა 4 ბაზა გუდაუთაში, ბათუმში, ახალქალაქსა და ვაზიანში, თუ არ ვცდები 25 წლის ვადით, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.
იმ პირობით, რომ რუსეთი საქართველოს დაეხმარებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ასევე შეიარაღებული ძალების მშენებლობაში.
ეხლა შეკთხვა, რა მოიმოქმედა რუსეთმა მაგ დროიდან, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილიყო?
ცალსახად არაფერი.
4-5 წელი უყურა რა ედიკამ სიტუაციას, კეძოდ იმას რომ რუსებმა გადააგდეს, 1999 წელს (17 ნოემბერი) მიაღწია მათთან შეთანხმებას რომ დაეხვიათ მათ ბაზებს საქართველოდან, არაუგვიანეს 2001 წლის 1 ივლისამდე. შეთანხმება მიღწეულ იქნა სტამბულის ეუთოს სამიტზე.
ეხლა კი შეკითხვა, რატო დადო ედიკამ ეგ შეთანხმება რუსებთან? ე.ი არ ასრულებდნენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას ხო? ანუ გლეხურად რო ვთქვათ გადააგდეს.
2001 წლისთვის რუსებმა ბაზა გაიყვანეს ვაზიანიდან, ხოლო გუდაუთაზე თქვეს რომ ჩვენი ბაზა მანდ არ არის, გადავეცით მშვიდობისმყოფელებსო, ანუ რეალურად არც გასულან და მათ ხელში დარჩა.
მაგ შეთანხმების ბოლომდე მიყვანა მოხდა 2007 წელს, რუსულმა ბაზებმა რო აახვიეს საქართველოდან საბოლოოდ.
ეხლა კი შენ "ედიკას დროს დაიწყო ბალამუნტი" ნათქვამს:
შევარდნაძემ, ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა 2002 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ პრაღაში.
ანუ 3 წლის შემდგომ, რაც ხელშეკრულება გააფორმა, რომ რუს გადამგდებებს აეხვიათ ქვეყნიდან.
აქედან გამომდინარე, რუსებმა კერძოდ კი მისმა ბრატმა ელცინმა გადააგდო ედიკა, რომელიც შენ, მე თუ აქ მყოფ საზოგადოებას მოგვწონს თუ არა მიიჩნეოდა მსოფლიო დონის პოლიტიკოსად.
და აი შენნაირები, რომლებიც მასთან ვერც კი მიხვალთ ახლოს, გგონიათ თავები მასზე მაგრები და მასზე უფრო "მელიები"?

მაგსავე იმედით რომ დსთ-ში შეგვათრია, მაგაზე ხო არაფერს ვამბობ.
ეს ედიკაზე.
ქე შემიძლია დაგიწერო იმასთან დაკავშირებით, რომ მიშამ პირად საუბრებში პუტინს ღიად და პირდაპირ შესთავაზა რომ ნატოზე, ევროპასა და ამერიკაზე უარს იტყოდა, თუ პუტინი აფხაზეთ-სამაჩაბლოს (შიდა ქართლი) დააბრუნებდა.
მაგრამ პუტინმა ერთ ადგილზე გაუშვა. არა, ნუ გეშინია მიშას არ დავაციტირებ, არამედ მაშინდელ პუტინის პირად მრჩევლის ვიდეოს დაგიდებ თუ გინდა, სადაც მაგ ამბავს ყვება. მარა ეჭვი მაქ მაგრად გკიდია.
და გგონიათ რომ თქვენ გამოგივათ რამე.

გამოთქმაა ესეთი:
ერთხელ მომატყუებ, შენი ბრალია. ორჯერ მომატყუებ, ჩემი ბრალია. სამჯერ მომატყუებ და პიტალო იდიოტი ვარ.