AsklipiodotaaУи́льям Шекспи́р — английский поэт и драматург, зачастую считается величайшим англоязычным писателем и одним из лучших драматургов мира.
Часто именуется национальным поэтом Англии. Дошедшие до нас работы, включая некоторые, написанные совместно с другими авторами,
состоят из 38 пьес, 154 сонетов, 4 поэм и 3 эпитафий.
«Ромео и Джульетта» — балет в 3-х актах, 9 картинах с прологом и эпилогом. Либретто Леонида Лавровского, Адриана Пиотровского,
Сергея Прокофьева и Сергея Радлова по одноимённой трагедии Уильяма Шекспира. Премьера балета в сокращённой версии состоялась в 1938 году в Брно.
Prokofiev Romeo and Juliet Dance of the Knights
https://www.youtube.com/watch?v=MDHc40aT_AY * * *
გვიანია. საერთოდ, უკვე გვიანია ბევრი რამ... დროს, მოვლენებს ჩამორჩა ჩემი ხალხი, ისე რომ ვერც კი მიხვდა, ეს როგორ და როდის მოხდა.
ერთი ოლიგარქის უკანალი მეორესას რომ ჩაანაცვლებს, ამგვარად საქართველოს მდგომარეობა სრულებითაც არ შეიცვლება!
ოლიგარქის უკანალი ხომ არაჩვეულბრივი სასათბურე პირობებია ასკარიდებისთვის თუ მონებისთვის.
ჭეშმარიტად თავისუფლებისთვის თუ იბრძვი, უნდა იცოდე, როგორ იბრძოლო სწორად...
ის, რომ ეს დღე მალე დადგებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გაფრთხილებდით.
ვინმეს პირად ურთიერთობებს კი არ ეხება ჩემი თემა, სახელწოდებით: "სიყვარულის მფრინავი ესკადრონი", არა!
ნოველების ციკლში წარმოდგენილია 90-იანი წლების ნაომარი, დაგლეჯილი, გადაგდებული საქართველოს პოლიტიკური,
ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი წყობა, რომელიც გვინდა თუ არა, თითოეული ჩვენთაგანის არსებობაზე ახდენს გავლენას.
რას ვგულისხმობ? ჩვენი მიწიერი არსებობა რომელ სფეროსაც ეხება, რამდენი სახის ურთერთბასაც მოიცავს, ყველას ერთად ვგულისხმობ.
ჩვენი პირადია - ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, საკუთარ თავთან, სამშობლოსთან, ოჯახთან, მეგობართან, პროფესია-კარიერასთან,
საზოგადოებასთან, ცხოვრების მეგზურთან, ნათესავთან, მეზობელთან, ნაცნობთან, მსოფლიოსთან, ერთან, ბერთან და ა.შ...
ჩვენი პირადია - ჩვენი ურთიერთბა ფსიქოლოგთან, ექიმთან, ბანკირთან, იურისტთან, თუნდაც მძღოლთან, მეეზოვესთან. მოკლედ...
ეს არის ჩვენი ძირითადი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც აგვყარეს. გაუგებარია?
მდგომარეობა ექვსი წლის წინ იყო აი ასეთი, რასაც დღევანდელობაზე ვეღარ ვიტყვით:
პრობლემა ნამდვილად არის ოლიგარქია. მთავარი კი სისტემაა, რომელიც ყოველთვის მოძებნის ახალ ოლიგარქს და გააპიარებს.
კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა საზოგადოების მზაობა, რომ საკუთარი ნება ახალ მმართველს დაუმორჩილოს, რათა გააღმერთოს ის.
თავისუფლება თავგასულობა არ არის. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ტვირთია, რომლის ტარების თავი უმრავლესობას არ გააჩნია.
ამიტომ ურჩევნია ხალხს გარანტირებულ, სტაბილურ მონობაში "თვითგადარჩენა", ვიდრე დამოუკიდებლად არსებობა. ეს არის სიკვდილი.
ამ ბოლო ექვს წელიწადში დაიწყო ის პროცესები, რომელთაც ჩვენ უკან ვეღარ დავაბრუნებთ, ვეღარ შევცვლით. შედეგი სახეზეა, დანახვა უნდა.
გარდა ამისა, ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რომ დღეს უკვე, ისე როგორც არასდროს, პოლიტიკა და ეკონომიკა გახდა ორი ძირითადი სფერო,
რომელიც გავლენას ახდენს ყველა დანარჩენზე - განათლებაზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვა-უსაფრთხოებაზე, მართლმსაჯულებაზე, საშინაო
თუ საგარეო ურთიერთობებზე და ა.შ... ბერკეტები, რომლებსაც ეს ორი სფერო იყენებს კანონიერების ყოველგვარ საზღვრებს სცილდება.
ბუნებრივია, სწორედ პოლიტიკა და ეკონომიკა მართავს თითოეული ჩვენთაგანის ყოფას, რადგან ჩვენ ვარსებობთ ჯერ კიდევ.
ЛЕТУЧИЙ ЭСКАДРОН ЛЮБВИ (post #49576683)დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეეეეეთ!!!(ნამდვილი ამბავი)
შენიშვნა: ორგანიზაციის (სამსახურის) სპეციფიკა და პერსონაჟთა ვინაობა იდენტიფიცირებას არ ექემდებარება.
შეუცვლელია მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობა, რომელშიც ჩემი საქართველო აგერ უკვე 30 წელია სიმწრით არსებობს.
This post has been edited by Катеньки on 11 Jul 2022, 15:07
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.