ცხადია, არაობიექტურ მაგინებელს დედის, კარგების თუ კეთილების, არ აქვს მნიშვნელობაი, პირდაპირ უნდა ხიო შუბლში, მოუნგრიო ყბაი, დაულეწო ცხვირ-პირი, გაუერთიან-ბურთიანო თავ-პროჭის მიდამოები, აბა რა, აგია ქართველობა ამ სიტყვის სრული და ამაღლებული მნიშვნელობითა და დანიშნულებითა, მაშ...

ეს არ იქნების ტაკიმასხრულ-მეტიჩრული გრუზინცობა მავანთ სამასხარაო სტერეოტიპურ ფესვიანნი, ესაა ქართული ჯიგარი და ღირსების ღირსეული თვითპატივისცემა, რაც მოწონების მეტს არაფერს არ უნდა იმსახურებდეს...
ისე კი კაცობრიობის და ჩვენი ჰისთორიაც მუდამ გვახსენებს და გვასწავლის, რომ მორალური ტრამვა, ზიანი და სულიერი ტკივილის განცდა დაუმსახურებელი, უხშირესად მეტადრე მძიმე ფასეული სტატუსის მქონენი არიან არსითა თვისითა, ვინემ მატერიალური ზარალი თუ ფიზიკური ზემოქმედების მტკივნეულობაი, რაოდენ დიდიც და ეგზისტერნიურნიც არ უნდა იყვნენ მათი მასშტაბნი... ჰაგიოგრაფიიდან დაწყებული (შუშანიკ დედოფალი, განცხრომით ცხოვრების შანსის დიდმქონე, მთელი თავისი არსით მტკიცედ ეწამა მისთვის სულიერ ფასეულს, ანუ ყველაზე ფასეულს) და მსოფლიო ზეგლობალური ომებით დასრულებული, რომლებშიც მთელი ერები და ცივილიზაციები ომობდნენ და იღუპებოდნენ, გმირულად დებდნენ თავს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, თვისთ რწმენისთვის და ადათ-წესთათვის ცხოვრების და არსობრივი არსებობისა, ყველაფერი ეს ნათელი დასტურია სულიერის ზეობისა ყოველსა მიწიერზედა... მორალი და ზნეობა კი სულიერის გაშინაარსებული არსებითი თანაზიარი შემადგენელი არს, უერთმანეთოდ ისინი ვერ არსებობენ და იარსებებენ...
და ასევე ცხადია, რომ ყველა თავ და პატივ მოყვარე ერს და ხალხს ზემოხსენებული ეს ყოველივე გასამართლებრივებული და გასახელმწეიფოებრივებული აქვს მყარად და ზეგააზრებულად, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის კრიმკანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკები სრულად აღიარებს სულიერ ფასეულობათ პრიმატს საზოგადოებრივ და ზოგადსაკოცობრიო ურთიერთობებშია... დანაშაულებრივი გზით მოყენებული მატერიალურ-ფიზიკური ზიან-ზარალი შესაძლოა ასი ლარისა იყოს, მარა ამაზე მორალური ზიანის კომპენსაცია ასი ათასითაც გამოიხატოს მართლმსაჯულების უზენაესი ინსტანციის საბოლოო ვერდიქტული გადაწყვეტილებითა...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...