ხვიჩა მაქაცარია ნაცბიზნესი იყო. საინტერესოა, როდის გახდა ქოცბიზნესი.
რა ქონებას ფლობს "თელასის" ახალი მეწილე ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია
11 სექტემბერი 2020
"საპარტნიორო ფონდის” მიერ გამართულ აუქციონზე “თელასის” 24.5%-იანი წილი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. “ბესტ ენერჯი გრუპი” აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო.
ხვიჩა მაქაცარია საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანია CBS ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ისეთ კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა “თბილისის მიკროავტობუსი”, “თბილისი ენერჯი”, “კავკასუს ონლაინის” აქციათა 51%-იანი პაკეტი, “ეროვნული ლატარიის კომპანია” და სხვა აქტივები. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნის ქვეყნის მესამე უმსხვილესი მობილური ოპერატორის - "ვიონის" წილები.
----------------------
“თბილისი ენერჯი”
"ვიონი საქართველოს" ("ბილაინის") 20%-იანი წილი
ეროვნული ლატარიის კომპანია
“კავკასუს ონლაინის” 51%-იანი წილი
“თელასის” 24.5%-იანი წილი
https://bm.ge/ka/article/ra-qonebas-flobs-q...maqacaria/63573ეს ყოფილა ბილგეიციშვილი.
ქვემოთ აღწერილი ამბავი რამდენად მართალია, ეგ არ ვიცი, მაგრამ ხვიჩა მაქაცარია რომ ნაცებთან მოძრაობდა, ეგ მახსოვს.
რატომ გადაწყვიტა სააკაშვილის მეგობარმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ „ბილაინის“ ყიდვა და რა ინტერესი აქვთ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს „ბილაინის“ მიმართ?!
22:13 15.05.2022
...
2006 წლის ნოემბრის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებას იწყებს აფხაზური მობილური კავშირის კომპანია „ა-მობაილი“, სადაც 5-%-იანი წილი ეკუთვნის ე.წ. სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი, როგორც აფხაზური კონფიდენციალური წყარო აცხადებს, ე. წ. კერძო ინვესტორებს.
ამ მოცემულობაში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ აფხაზური მობილური კომპანია საქართველოს კოდით – + 995-ით სარგებლობდა, რაც მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში იყო შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს აფხაზურმა „ა-მობაილმა“, რომლის არაოფიციალური მფლობელები ასევე გახლდნენ საქართველოში კომპანია „ბილაინის“ მეწილეები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან, კერძოდ, დიმიტრი ქიტოშვილისგან, 9 მილიონად მოიპოვეს ოპერირების ლიცენზია.
ეს გარიგება უფრო მსხვილი ქეისის ნაწილს შეადგენდა და 2006 წლის ნოემბერში, როდესაც ფინალურ ფაზაში შევიდა მოლაპარაკება „ა-მობაილსა“ და სააკაშვილის მთავრობას შორის, მას შემდეგ, რაც „ა-მობაილმა“ გადაიხადა 9 მილიონი, „მეგაკომმა“ 239 000 ლარად მიიღო ზუსტად ისეთივე სიხშირე, რაშიც „მაგთიკომს“ 27 მილიონი გადაახდევინეს. ამის შემდეგ საქართველოში ოპერირება დაიწყო რუსულმა „ბილაინმა“, როგორც „მეგაკომის“ პარტნიორმა. „ბილაინი“ კი წარმოადგენდა რუსულ კომპანია „ვიმპელკომს“. „ბილაინი“ საწყის პერიოდში საქართველოში ოპერირებდა კომპანია „მობიტელის“ სახელით.
ამ ფაქტმა „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში მაშინ მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. კახა ბენდუქიძემ ქიტოშვილს, რომელიც გახლდათ იმ დროისთვის კომისიის თავმჯდომარე, კორუფციაში დასდო ბრალი, ქართულ მობილურ ბაზარზე რუსული „ვიმპელკომისთვის“ სასათბურე პირობების შექმნის გამო.
როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ბენდუქიძე ამ გარიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილმა არ ჩააყენა საქმის კურსში, რადგან აფხაზური კომპანიის ლიცენზიაში გადახდილი 9 მილიონი და ქართული „ბილაინის“ ლიცენზიაში გადახდილი დამატებითი 6 მილიონი ბენდუქიძეს არ უნახავს და არც ბიუჯეტში შესულა.
ამ გარიგებით, რომელიც ჯამში 15 მილიონი დაჯდა, რუსულმა „ვიმპელკომმა“ მოიხსნა ისეთი პრობლემა, როგორიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირების ლიცენზიის მიღება იყო, რადგან მათი ოფიციალური თანამშრომლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან საერთაშორისო პრიზმიდან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი სანახავი იქნებოდა რეპუტაციულად და გამოსავალი მარტივად, ისევ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ნახა.
შედეგად რუსული „ბილაინის“ ქართული წილი და „ა-მობაილის“ წილები რეალურად სწორედ სააკაშვილთან დაკავშირებული გუნდის საკუთრებაში დარჩა.
...
http://kvira.ge/753382 This post has been edited by griankali on 8 Jul 2022, 17:38
რუსეთი უნდა დაინგრეს.