ჯერჯერობით გარდამავალია უპირატესობა სამწუხაროდ.
ჩვენ რომ გვინდა, უკრაინის ისეთი გამარჯვება - ხუილოს დამხობა, რუსეთმა რომ სახე ვერ შეინარჩუნოს, მინიმუმ 24 თებერვლის საზღვრებზე გასვლა ბრძოლით და დანარჩენი მოლაპარაკებებით უკვე ახალ ხელისუფლებასთან - ჯერჯერობით არ ჩანს.
ის რომ ღორს გეგმები ჩაეშალა, ის რომ ღორი გეგმა "ბ"-საც ვერ ასრულებს და ის რომ ღორს გრძელ ვადაში ერხევა, ამ მომენტში ცალსახა ოპტიმიზმის საფუძველს ვერ იძლევა. რაც 100%-ით ვიცით არის ის რომ:
1. უკრაინის სახელმწიფოებრიობა გადარჩა.
2. უკრაინა შუაზე არ გაიყო და აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ქალაქები: ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე სამუდამოდ გაუკრაინულდა.
3. უკრაინა ვერ მოწყდა შავ ზღვას და შავი ზღვის პორტებს. ოდესის, მიკოლაევის და ბუკოვინის ამღები ღორები ვეღარ იქნებიან ვეღარასოდეს.
თითქოს ცოტა არ არის, მაგრამ:
არ ვიცით უკრაინა აღიდგენს თუ არა ტერიტორიიულ მთლიანობას.
არ ვიცით რა დრო და რა ფასი დაუჯდება უკრაინას 24 თებერვლის პოზიციებზე გასვლა.
არ ვიცით როგორ (ან თუ იქნება საერთოდ) იქნება ყირიმის და დონეცკ-ლუგანსკის მთლიანად დაბრუნების საკითხი.
პირველი სიგნალი, ბრძოლის ველიდან, იმისა, რომ ღორი საბოლოოდ მარცხდება და ხუილო ბუნკეროვიჩის დამხობა შეუქცევადია, იქნება ღორის სრული შეკავება.
უნდა გავიდეს მინიმუმ 30-40 დღე ისე, რომ ღორმა თუნდაც ნელი სვლით, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა დასახლებული პუნქტიც ვეღარ უნდა აიღოს.
როდესაც დავინახავთ რომ ღორის წინსვლა მთლიანად, 100%-ით შეჩერებულია და ეს დროშიც განმტკიცებულია (მინიმუმ 30-40 დღე), მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე და ბუნკეროვიჩის ჩამოშლაზე.
ჯერჯერობით ასე არ არის სამწუხაროდ.
რამდენიმე სამხედრო სფეროს მცოდნე იუზერი ამბობს, რომ ივლისის ბოლოს, აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყება კონტრშეტევებიო, ხერსონში მაინცო, იმედია ასეც იქნება.
პარალელურად არ უნდა დაეცეს დონბასი, არაფრით. ღორმა ვერ უნდა აიღოს სლავიანსკი, კრამატორსკი და ავდიივკა.
დონბასის აღება სამწუხაროდ მკვეთრად ზრდის კონფლიქტის გაყინვის და ხუილოს სახის შენარჩუნების ალბათობას.
სამხედრო სფეროში ვერ ვერკვევი, მაგრამ გეოპოლიტიკაში კარგად ვერკვევი, დონბასის მთლიანად დაკავება ღორისტანის მიერ, სტრატეგიულ დონემდე შეცვლის რეალობას - ამ სამი ქალაქის დაკარგვა არ უნდა დაუშვას უკრაინამ, არაფრით.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)