დარჩება თუ არა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია 12 პუნქტში – ევროკომისიის პასუხი
ევროკომისიის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია საქართველოს 12-პუნქტიან რეკომენდაციებში დარჩება.თუმცა, ნეტგაზეთისთვის ევროკომისიიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის მისაღწევად პერსონალურის ნაცვლად საქართველომ
სისტემური მიდგომა უნდა გამოიყენოს.
ევროკომისია კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ საქართველოს მოეთხოვება დეოლიგარქიზაცია განახორციელოს: ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
გადაჭარბებული პირადი ინტერესების და გავლენის აღმოფხვრის გზით.ევროკომისია ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რომ
მართლმსაჯულების სისტემის საფუძვლიანი რეფორმა ამ რთული პრიორიტეტის გადაწყვეტის განუყოფელი ნაწილია.
„ეს პრიორიტეტი [დეოლიგარქიზაცია] ძალაში რჩება საქართველოსთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა მოგვარდეს. ევროკომისია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ პროცესში“, – აცხადებს ევროკომისია.
ნეტგაზეთი
თქვენი აზრით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული პირადი ინტერესების და გავლენა ვის მიერ იგრძნობა საქართველოში? მინიშნება: ექვთიმე. ანუ, იდეაში მართალი იყო ევროკავშირი, როცა დეოლიგაქრიზაციასა და დებიძინიზაციას შორის ტოლობის ნიშანი დასვა.