ოცნება კითხვებს რომ აყრის დეგნანს. რატო არაფერს გვეუბნებაო.
ყაველაშვილის უაზრო კითხვებზე პასუხს რატო არ იძლევაო და ა.შ.
ხოდა ეხლა ბოლო შეტევა აქვთ აწეული, შეხვდა თუ არა ბიძინას გვითხარიო.
და რატო არ გვპასუხობს ამაზეო აზიან ამ თემას.

მოდი დავანებოთ ყველაფერს თავი და ბოლოს გავყვეთ.
თავად ქოცები წერილებშიც და ისედაც ამტკიცებდნენ, ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკად არაფერში ეგ არ ერევა და პოლიტიკასთან კავშირში არააო. უბრალოდ კაი კაციაო მარა კერძო პირიაო.
ანუ ქოცების ლოგიკით დავადგინეთ რომ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასული კერძო პირია.
ეხლა თხოვენ პასუხს კელი დეგნანს, კითხვაზე შეხვდა თუ არა კერძო პირს. რა ლოგიკაა აქ? ეგრე შეიძლება ხვალ გაუგზავნო კითხვა შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩი, მამადუ ნიანგს. და რომ შეხვედროდა რა ვინმეს საქმეა? სხვა რომ ეკითხებოდეს და არა ქოცები გასაგებია, მაგრა ქოცები ამით ხო თავის თავს ეწინააღმდეგებიან.
მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. ვთქვათ ეს იმდენად მნიშვნელოვანი კითხვაა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ბატონი ბიძინა მათი აზრით საზოგადოებისთვის უაღრესად სასარგებლო პიროვნებაა, თავს დადებს ქვეყნისთვის და ყველაფერს შესწირავს.
ხოდა თუ ესეთი მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხი თავად ბიძინას რატო არ ეკითხებიან? კითხონ ბიძინას ეგეც და კიდე სხვა რამეებს რომ ბოდავენ ხოლმე, ომში ჩათრევას თხოვენო. თხოვონ ბიძინას ილაპარაკოს საჯაროდ.
ხომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. რატომ თხოვენ ამერიკის ელჩს, ამერიკა ხომ მტერია და ომში გვითრევს.
ბატონი ბიძინას კითხონ ქვეყნის პატრიოტს და ქვეყანაზე შეწირულს.