რაკი გვერდით თემაში "სტუმარ-მასპინძელს" განიხილავენ, აკაკის "ღამურაც" გავიხსენოთ, რომლის მთავარ პერსონაჟს ეს მომღერალი თითქოს წააგავს.
საზოგადოების მიერ უკრაინული პროექტის "გოლოსის" წყალობით გაცნობილი პირი რუსულ რუბლს დახარბდა. პედერაციაში კონცერტების სერია მოაწყო, მაგრამ ჯერ შარშან პროტესტის ნიშნად ბათუმის კლუბმა გააუქმა მისი დაგეგმილი გამოსვლა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზიდანაც
უარი შეუთვალეს, ამჯერად ცხინვალელი ოსების მეცადინეობით. მოკლედ, აღარც იქ უნდათ, აღარც აქ.
აკაკის თქმით,
ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა...
საკითხავი ისაა, თუ ისწავლის ჭკუას ჩვენი გმირი ალეგორიული ლექსისგან, რომელიც თაგუნას მონანიებით სრულდება:
"კრულ იყოს მისი სახელი, ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა ჭირი მიუვა კარზედა!
ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის ჩემსავით ცრემლთა დენასა!..
კრულია მისი ხსენება, ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!.."