კიდია ამერიკას გვარამია და მელია, ძაღლადაც არ აგდებენ...
მარტო ჩვენ რატო მოგვდგნენო...
იმიტომ მოგდგნენ რომ ხელისუფლებაში ხარ და მილიონებს გაჭმევს ეგ აშშ...
რატომღაც გაკვრით და სასხვათაშორისოდ ამბობენ რომ ამერიკა ჩვენი მთავარი პარტნიორია და მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და კონკრეტული ჩონათვალი გააკეთოს ვინმემ ამ დახმარებების და ისიც თქვას ამერიკამ ეგ დახმარებები რო შეგვიწყვიტოს, რამდენ დღეში ჩამოიქცევა ქვეყანა...
ზოგჯერ ვბრაზდები ხოლმე ამერიკის "გოიმობაზე", ამხელა დახმარებას გვიწევს და კიდე იქით ისმენს პრეტენზიებს და გვიხსნის რაღაცეებს.
ალბათ ეგაა ზესახელმწიფოობა, ქართველები ვერ გავიგებთ მაგას...
ხო, ნაცების გასაღიზიანებლად ერთ შედარებას მოვიყვან ამერიკასთან

ბიძინას გოიმობაზეც გავბრაზდი, წითელ ინტელიგენციას ხო არჩენს წლებია და პრემიერი რო გახდა და ქართუზე გადაიტანა პირადი დახმარება, ერთი თვე დააგვიანა და ერთი ამბავი ატეხეს ტიპებმა, ესეც ბოდიშებს იხდიდა, შემდეგ თვეში ორივეს ერთიანად ჩაგირიცხავთო...
ბიძინასაც თავისი ინტერესები აქვს და ამერიკასაც, მაგრამ ჩვენ კი ვართ უმადური ხალხი, ბიძინა და აშშ იქით იყოს და ადამიანს ათჯერ რო დაეხმარო და მეთერთმეტედ არა/ვერა, ნაწყენი დარჩება და პირდაპირ თუ ვერა გულში მაინც შეგაგინებს...
აი ავღანეთზე კი ამოასხათ, გადაყვნენ თან, ატენეს მილიონები და უმადურებმა შეგვეშვითო...
შეეშვნენ და მეორე დღესვე დედა უტირა თალიბანმა...
ეხლა ავღანეთი ცოტა სხვა შემთხვევაა, მარტო ფული და ენერგია არ ყოფილა, საკუთარი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების სიცოცხლეც შესწირა აშშ-მ და მაგაზე უმადურობა ვეღარ აიტანეს...
ბიძოს (და საერთოდ ყველა ხელისუფლების) ინტერესებში როა რაღაც თავისი ინტელიგენცია კმაყოფილი ყავდეს, ეგ ხო და ამერიკის საქართველოს მიმართ ინტერესებია საინტერესო...
გუშინ რამდენიმე თვის წინანდელ სიუჟეტს ვუყურე, იაგოს ყავდა მოწვეული ჯაფარიძე როა ყოფილი პოლიტიკოსი.
ჯერ საბჭოთა კავშირში იყო ამერიკანისტი, მერე ზვიადისთან, მერე მიშასთან, მერე ქოცებთან...
აშშ-ში ყველაზე დიდხანს იყო ჩვენი ელჩი.
და მაგან თქვა რა ინტერესი აქვს ამერიკას ჩვენში.
კონკრეტული არანაირი, უბრალოდ მაგათგან შორს რაც უფრო მეტი დემოკრატიული სახელმწიფოები იქნებიან, მათივე უსაფრთხოებისთვისაა კაიო, ეგ პასუხი მივიღეო, თუ სწორად მახსოვს ჯეიმს ბეიკერს ვკითხეო...
ხო, ედიკაზე ილაპარაკა საინტერესოდ, საქართველოს ედიკას პონტში აქცევდნენ ყურადღებასო, სერიოზული კონტაქტები ქონდა ედიკასო.
რეგიონში აზერბაიჯანი ენერგორესურსების გამო.აინტერესებდათო, სომხეთს სერიოზული ლობი ყავდა იქაური დიასპორის სახითო და ჩვენზე უბრალოდ ედიკას მიმართ თვლიდნენ თავს ვალდებულად საბჭოთა კავშირის დაშლაში შეტანილი წვლილისთვისო...
მთელი ბავშვობა ედიკას ზიზღში და გინებაში გავიზარდე, დაქცეული იყო ქვეყანა, მაგრამ აქედან რომ ვუყურებ, საგარეო პოლიტიკის კუთხით ედიკა იყო იდეალური პირველი პირი, ვინვ გვყოლია და ვინც გვეყოლება იმათ შორისაც...
ევროსაბჭო, ნატოსთან თანამშრომლობა, ბაქო-სუფსა-ჯეიჰანი...
დღეს თუ ვარსებობთ, ედიკას დამსახურებაა...
ხო და რატო ვწერე ამდენი, დეგნანი ვისაც არ მოწონს, არის გრუზინი, ამ სიტყვის ყველანაირი უარყოფითი გაგებით...
Mens sana in corpore sano...