უკრაინამ უკვე გამონახა თუ რა ჭირდება მას დიდი რაოდენობით
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, რომ ნახა პანზერების მაღალ ეფექტურობა და ხარისხი ივლისის თვის დასაწყისში გერმანიის მთავრობას 100 ერთეული პანზერის შეძენა სთხოვა 
უკრაინის გენშტაბმა ცეზარიც შეაფასა, M-109-ც, დანაც და ა,შ 
ყველას ბრძოლის ველზე შეფასების შემდეგ კი მიიღეს ეგ გადაწყვეტილება 
13 ივლისს კი გერმანიის მთავრობამ ნება დართო მწარმოებელს რომ დააკმაყოფილოს უკრაინის თხოვნა და გაფორმდეს 1,7 მილიარდ ევროიანი კონტრაქტი 100 ერთეული პანზერის მიწოდებაზე 
როგორმე უკრაინის გენშტაბი შენზე და ჩემზე უკეთ ასხვავებს, თუ რომელი სისტემა უკეთესია 
რომელიღაც ეკიპაჟის უცოდინრობის ან წესების არ დაცვის გამო, ნებისმიერ იარაღს შეექმნება პრობლემა 
ყველა იარაღს აქვს თავისი მოპყრობის წესი და ჭირდება სწორი მოვლა 
განსაკუთრებით რაც უფრო თანამედროვეა
პ.ს სწორედ პანზერების მაღალი ეფექტურობის გამოა მასზე განსაკუთრებული დაწოლა უკრაინელი არტილერისტების მიერ 
ფიზიკურად იგივე M-777-დან ან ცეზარიდან რთულია 100 გასროლის გაკეთება, რადგან ხელით იტენება და რამდენიმე გასროლის მერე გიწევს პოზიციის ცვლა, რომ კონტრბატარეულ ცეცხლში არ მოყვე 
M-777 კი ბუქსირებადია და თითო პოზიციის ცვლას დაახლოებით 1 საათი ჭირდება 
პანზერით კი 1 წუთში შეგიძლია მინიმუმ 8 ჭურვი გაისროლო და მაშინვე დატოვო პოზიცია, შემდეგ 10 წუთში კი ახალი პოზიციიდან გაისროლო ისევ 8 ჭურვი  და ა,შ 
ამიტომ მოდის განსაკუთრებული დაწოლა პანზერზე 
ამიტომ ისვრიან უკრაინელები პანზერიდან 100 ჭურვის ნაცვლად, დღეში 300-ს  
 This post has been edited by DIDGORI-GEO on 31 Jul 2022, 23:59
  This post has been edited by DIDGORI-GEO on 31 Jul 2022, 23:59