მეც ვფიქრობ რომ არ წაგვადგება ტაივანის თემის გახურება.
იმიტომ არა, რომ ამერიკას ძალა არ ეყოფა ორ ფრონტზე საბრძოლველად, ჩინეთი რაიმეს წარმოადგენს და ა.შ.
უბრალოდ პოლიტიკური თემაა, უკრაინის საკითხმა ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, უდიდესი, ტრენდად იქცა, ჩემი ნათესავი 10 წლის ამერიკელი ბავშვი თავის კლასელებს ელაპარაკება უკრაინის ომზე, ისე რომ უკრაინა სადაა და რა არის, რომ არ იცის.

ამერიკის 30 ათასიან ქალაქებში (რაც მოსახლეობით ტოპ-200-შიც კი არ არის) გადავაწყდი უკრაინის დროშას.
ეს არ უნდა შეიცვალოს. ეს არ მინდა რომ შეცვალოს ტაივანის საკითხებმა. ტაივანში თავისუფლების დაცვა არ უნდა გაუთანაბრდეს უკრაინის საკითხს რიგითი ამერიკელის ცნობიერებაში.
ეს არ მინდა რომ მოხდეს. ამერიკას ძალა ჩინეთის "მისაკაჩავებლადაც" ეყოფა და გაცილებით მეტიც შეუძლია თუ სურვილი იქნა. სურვილს განაპირობებს პოლიტიკური ქულები და ხალხის განწყობა. ზელენსკის ბრწყინვალე ნაბიჯი იყო კონგრესზე, რიგითი ხალხისთვის გასაგებ ენაზე მიმართვ(ებ)ი.
ეს არ უნდა შეიცვალოს არაფრით

.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 1 Aug 2022, 20:21
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)