დღეში ასჯერ ვათვალიერებ ამ თემას და სიახლეებს ვეცნობი,
პირველ რიგში დიდი მადლობა ბიჭებს ვინც ინფორმაციას
დაუღალავად იძიებს და აქ დებს ასევე შესანიშნავ ანალიზებს
ზოგიერთი რომ გამოირჩევა...მადლობა თქვენ.
ოღონდ, ძალიან გთხოვთ ნუ ჩხუბობთ იკამათეთ,
მსურს ისწავლოს ჩვენმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს აკადემიური,
არგუმენტირებული კამათი ყოველგვარი შეურაცხყოფების და
წიწინის გარეშე. ათასობით ადამიანი კითხულობს ალბათ ამ თემას და
მიეცით მაგალითი საერთო მტრის წინაშე დროებით მაინც
შეთანხმების და სწორი მხარის არჩევის.
ზოგს ჯონსონი უყვარს, ზოგს შოლცი ან ბაიდენი,
თავად ისინი არ ჩხუბობენ და მის თაყვანისმცემლებს რა გჭირთ?
ომია და მიუხედავად ხშირად სხვადასხვა აზრისა
ერთხელ თუ მაინც გაგიგიათ ერთმანეთისადმი უდიერი მიმართვა.
მე მაგალითად მიყვარს ჯონსონი, რადგან მსოფლიოს სრული
დაბნეულობის და გამოლენჩების დროს მხოლოდ ის ყვიროდა, დარბოდა,
ყველგან მის რიჟა გაჩეჩილ თავს ვხედავდი და
როგორ დავუკარგო ის შემართება და ცეცხლის დანთება
წელკავიან პუტინს რომ სასუნთქი აღარ დაუტოვა,
ყველა გამოაფხიზლა და გააერთიანა.
მოუსვენარი ბომბორა, ნამდვილი ლიდერი
ვისაც სხვები მოგწონთ სხვებს ესიყვარულეთ,
რა საჭიროა ერთმანეთის ლანძღვა, ვლანძღოთ მერკელი,
კი ბატონო, ისტორიაა უკვე და თან ჩვენგან ღირსიცაა..
გაძლება და შემართება მისცეს ყველას,
ვინც იმ ყვრიმალებდასიებულ წვრილთვალა ურდოს ეომება,
როგორ მეჯავრებიან, ლამისაა რასისტი გავხდი. :დ
დიდება უკრაინას და ყველას ვინც მათ ეხმარება.
მჯერა რომ გაიმარჯვებს, რადგან მისი ბრძოლა სმართლიანია.