ბიგმაკი აქ იმაზე იაფი ღირს (ნომინალში), ვიდრე საქართველოში, 5 თუ 6 დოლარი...
ჩვენთან სადღაც 10 ლარამდე ხო?
ბიგმაკის თანხას ყველაზე დაბალანაზღაურებადი ტიპი შტატებში 20 წუთში გამოიმუშავებს...
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ქართული მაკდონალდსი ბევრად ჯობია ამერიკულს, მაკდონალდსი რასაც ქვია ზაბეგალოვკაა აქ, არც შენიბები ვარგა, მომსახურებაც - 0, ფაქტიურად ცარიელია და ყველაზე დაბალი ფენა ყავს მომხმარებელი...
ჩვენთან გესიამოვნება - გაწკრიალებული გარემო, დავარცხნილ-გამოწკეპილი პერსონალი...
ამერიკაში ძაან დაბალი დონეა..
არადა ევროპაშიც ბევრად უკეთესია, ევროპაც უკანაა...
სტარბაქსის არ იყოს, ჩვენთან რო "ბუტკებია" და ადუღებულ წყალში "რასტვარიმ" ყავას გიხსნიან, ეგ დონეა სტარბაქსი აქ....
ევროპაში კია გაწკრიალებული...
ან დანქინი ავიღოთ, პირველად რო ვიყავი შტატებში, ბოსტონში ბლომად დანქინი იყო, მაქაური ბრენდია... და სიამაყით ვთქვი ჩვენთანაც გაიხსნა მეთქი, გახსნის წინა ღამიდანვე რო რიგები იყო, ეგეც ვთქვი და დამცინეს

ბომჟების ზავიდენიაა დანქინი, 1$ რო გქონდეს და გშიოდეს, ვერაფერს ვერ იყიდი შტატებში, ვერც "ბულლს", ვერც სნიკერსს ან სხვა შოკოლადს, მარტო დონატი შეგიძლია იყიდო დანქინში...
ბურგერ ქინგზე აღარაფერს ვამბობ, ზარზეიმით რო გახსნეს თბილისი მოლში

ორი ბურგერი 4$-ად, ინტერიერიც საშინელება, ვაგზალზე რო საპერაშკეები იყო, ეგ დონეა...
ხო და რას ვამბობდი, ჩვენი მაკდონალდსი ან იგივე დანქინი ბევრად მაღალი დონეა, მკმსახურების ხარჯზე...
მაგრამ მომსახურე პერსონალს კაპიკებს უხდიან, ადამიანის შრომა არ ფასდება ჩვენთან...
მარტო ბიზნესმენების ბრალი არაა, ხალხის მენტალიტეტია ეგეთი...
რახან ფულს იხდი, მომსახურე პერსონალზე კარგ ტიპად მიგაჩნია თავი და ზემოდან უყურებ, მიმტანი იქნება, ტაქსის მძღოლი, ვოლტის კურიერი თუ ბანკის ოპერატორი...
ქოლ-ცენტრების ოპერატორების მიმართ დამოკიდებულება სხვა ფსკერია კიდე...
ძალიან კარგია ხალხი თუ მიხვდა რომ მონურად მუშაობას უმუშევრობა ჯობია
უფრო მეტი პერსპექტივა გაქვს ცხოვრებაში...
This post has been edited by Frankens†ein on 28 Jul 2022, 03:43
Mens sana in corpore sano...