მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი ყავთ ქოცებს -
• საჯარო სამსახურებში დასაქმებულები, ყოველ წელს ეზრდებათ ხელფასები, პანდემიის თუ რეგიონული კლკრიზისის მიეხედავად, ამ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ოჯახის წევრებიც ყავთ, იგივე განწყობით
• ქუჩა - პლანაქეშ-მეტადონშიკები - ზოგი უსაქმურია, ზოგი მუშაობს და მოდიან სახლში და მშვიდად აბოლებენ მარიხუანას... უსაქმურები ან ბირჟაზე დგანან და ეწევიან ან მეტადონის პროგრამაში არიან და უფასოდ იღებენ გასაკეთებელს, აღარავინ აწიოკებს...
• სოც. დახმარებებზე მყოფები, დიდ ნაწილს ნაჩალიჩარი რო აქვს ეგ სოც. დახმარებები
• მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა, კომუნალურები უფასო რო აქვთ, თითო მაინერი მაინც უგდიათ და აწერინებენ პურის ფულს, სასტუმროები და სხვა ბიზნესები გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან...
პლუს მაგას მოსახლეობას არ აწიოკებენ, დამრღვევევს ჯარიმებს არ უწერენ, მიშვებულია...
ხალხიც კმაყოფილია.
მოსახლეობის დიდი სეგმენტი მთავრობა რომ შეიცვალოს, თვითონ ვერ იხეირებს და რაც აქვს, იმითაც კმაყოფილია...
ოცნების წინააღმდეგი ვინაა - რადიკალური ოპოზიციის რადიკალური ფრთა რომ გამოვაკლოთ, საშუალო ფენა - ასე თუ ისე ნორმალურად მაცხოვრებელი ხალხი, ვისაც განვითარება, უკეთესობა უნდა და ეს უძრაობა თუ ჭაობში ჩაფლობა არ მოწონს...
საშუალო ფენა კიდე უნრავლესობას არ წარმოადგენს და მაგათი ხმებიც სხვადასხვა პარტიებზეა გადანაწილებული
მოკლედ, გამორიცხულია რომელიმე პარტიამ ოცნებაზე მეტი ხმა მიიღოს...
აგერ წინა არჩევნებმა დაგვანახა რომ 50%-ზე ნაკლები უჭერს მხარს ოცნებას, მაგრამ შემდეგი არჩევნები ისევ 5%-იანი ბარიერითაა და უამრავი ხმა დაიკარგება და მაგით ისევ ოცნება იხეირებს...
ანუ რეალურად დღეს #1 პრობლემა საარჩევნო კანონმდებლობაა, მაგრამ მეორეხარისხოვანია ეგ რადიკალური ოპოზიციისათვის, ვისაც მაგ 5%- ის ვერგადალახვის რისკი აქვთ, მარტო იმათ ადარდებთ, სხვებს კიდიათ და ბიძინას, კობახიძეს და სხვა პერსონებს დასდევენ...
პერსონებიც ცვლილებით არაფერი იცვლება, მთავარია სისტემა შეიცვალოს, მაგრამ ეგ კიდიათ, ამ სისტემით უნდა ყველას მართვა, ძალაუფლება და ფული რომ მიიღოს...
მოკლედ, ამ მოცემულობით ვერ გადავირჩევთ ქოცებს

რასაც ვიმსახურებთ, ის მთავრობები გვყავდა და გვყავს...
ქოცების რეიტინგს რამე ბომბი თუ დაანგრევს, ციხის, გაუპატიურების ან რამე მსგავსი კადრები, მაგრამ მაგას არ ჭამენ ქოცები.
პიროვნულად არ ეხებიან ადამიანების ღირსებას და ქვეყანას თუ ჭამენ, ეგ ასატანია ქართველი კაცისთვის, ყველამ იცის რომ ესენი არ შეჭამენ და სხვა შეჭამს, მთავარია მათრახი არ გვირტყან...
გამოსავალი რა არის?
განათლების დონის და საზოგადოების ცნობიერების აწევა...
ვინმე მაგაზე ზრუნავს? განაღვლებთ ვინმეს?
ხო და სანამ საზოგადოება გაუნათლებელი იქნება, მანამდე იქნებიან ქოცები...
Mens sana in corpore sano...