როგორც სჩანს ამ ეტაპზე თავისას მიაღწია ბიძგვინამ და ამიტომ მისცა კუნკულა ქალს პასუხის დროებით მიფუჩეჩების საშუალება
თუ რაღაც ისე არ წავა ხელმეორედ გადაიყვანენ ჩოქბჯენში და "მთავარ ამბებსაც გაუბაზრებენ ":
ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს, თუ გახდება, ყველაფერს ვიტყვით - დეტალებში ვიცით იმ საუბრების შინაარსი, რომელიც სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
კითხვაზე, ელჩის დონეზე შეხვედრებზე საუბრობს თუ არა, სუბარი აცხადებს, რომ ახლა მეტს არ იტყვის.
"ასეთ დროს, როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ კითხვები გვაქვს. არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა, ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით. დეტალებში ვიცით შინაარსი საუბრების, რომელიც იყო სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე,"- განაცხადა სუბარმა.