„რუსეთის საქართველოსადმი მტრული დაინტერესების გამო, რუსული საფრთხე სუს-ის ანგარიშებში მუდმივადაა განხილული. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ფაქტია, რომ რუსული პროპაგანდის გავლენით საქართველოს დღეს გართულებული აქვს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ბუნებრივ მოკავშირესთან - უკრაინასთან კი ოფიციალურ დონეზე ლამის მტრული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა, ევროპის დედაქალაქებსა თუ ვაშინგტონში კრიტიკა ისმის, ხოლო ქართული პოლიტიკური ელიტის და უპირველესად, მმართველი პარტიის კომუნიკაციაში პირდაპირ ჩანს რუსული პროპაგანდის დადგენილი მესიჯები.
მსოფლიო სპეცსამსახურების ანალიტიკურ დოკუმენტებში გამოკვეთილია ის ძირითადი პოსტულატები, რომლის დანერგვასაც რუსული სადაზვერვო ოპერაციების მეშვეობით ცდილობს კრემლი. ესენია:
- დასავლეთის ლიბერალური სამყაროს წესრიგი გაკოტრებულია და უნდა შეიცვალოს ევრაზიული ნეოკონსერვატიული პოსტლიბერალური წესრიგით, რომელიც იცავს ტრადიციებს, კონსერვატორულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას..
- დასავლეთი ახდენს რუსეთის დემონიზებას, რომელიც მხოლოდ ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვას.
- აშშ-ს განზრახული აქვს ჩაერიოს სუვერენული მთავრობების საქმეებში და/ან შეცვალოს ისინი.
გაუგებარი და მიუღებელია, რომ ეს მესიჯი დამკვიდრდა მმართველი პარტიის ან მასთან აფილირებული ჯგუფების გამოსვლებშიც. სწორედ რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია ის რეალობა, როცა რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს, აგრძელებს ტერიტორიების მიტაცებას, დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ცინიკურ და სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, ქართული პოლიტიკურ სივრცეში დასავლეთის კრიტიკა, მკაფიო ანტიდასავლური რიტორიკა ისმის და არა ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მიმართული მსჯელობები.
აბსურდულია, ევროატლანტიკური ვექტორის მქონე სახელმწიფო, რომელიც ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსს ითხოვს, მსჯელობდეს სუვერენულ დემოკრატიაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაში დასავლეთის საელჩოებს და ევროპარლამენტარებს ადანაშაულებდეს.
ეს პირდაპირ ჯდება რუსული სპეცსამსახურის სახელმძღვანელოში, რუსული ნარატივის ჩარჩოებში...“
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...aprtxe-realuria
რუსეთი უნდა დაინგრეს.