#59473737 · 3 Aug 2022, 01:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ასეთი სიტუაციაა. ევროკავშირის ქვეყნებში კანონის მიხედვით, თუ ადამიანი 183 დღე იმყოფება ევროკავშირის ტერიტორიაზე ის ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლის გადასახადი, არ აქვს მნიშვნელობა ნათესავის ჩარიცხული ფულია თუ ადამიანი დისტანციურად მუშაობს, ანუ გამოდის შემოსავლის ორმაგი დაბეგვრა. მაგალითად ერთდროულად უკრაინაში დაიბეგრება შემოსავალი და საფრანგეთში. აგრეთვე არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ ევროკავშირის სახელმწიფო მოითხოვოს უკვე გაცემული დახმარების თანხა უკან, რადგან დადგინდება რომ ადამიანს ჰქონდა გარკვეული სახსრები. ეს 183 დღე უკრაინელების დიდი ნაწილისთვის გასდის აგვისტოში. დაახლოებით 6 მლნ უკრაინელია ეხლა ევროკავშირში (შეიძლება ვცდები). ხო და ჩემი ვარაუდით ამის გამო მოხსნეს დახმარება უკრაინელებისთვის ჩვენთან, ანუ ეს 6 მილიონი ხალხის მასა ჩვენთან რომ არ წამოვიდეს. ამას უბრალოდ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს.
This post has been edited by COURT on 3 Aug 2022, 01:22
|