რაც ეს თემა გაიხსნა, ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული, წაკითხული მაქვს თითქმის ყველა პოსტი (რამე კარგი წიგნი წამეკითხა ისე

)
და სიმართლე გითხრათ მეც სულ ველოდებოდი დიდგორას პოსტსებს (არა მარტო მისას, კიდევ რამდენიმე იუზერიც საინტერესო იყო და არის) თუ რას დაწერდა.
განსაკუთრებით ომის საწყის ეტაპზე და ზოგადად ახლაც არ ვარ განწყობილი მის მიმართ ნეგატიურად
მაგრამ ბოლო ხანებში მის "პროსტინა" პოსტებს, როგორც კი პირველ ხაზს წავიკითხავ ეგერვე გადავდივარ სხვა პოსტზე.
და ბოდიში დიდგორ, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნაკლებ საინტერესო ხდება ის ინტერესი რაც შენს პოსტებს აქ ქონდა
და ცოტა უკვე უხერხულია (რბილად რომ ვთქვა) და ხშირად სასაცილოც, ეს არ ვიცი რა დავარქვა, გერმანიის და შოლცის ცაში აყვანა (თუნდაც ასაყვანები იყვნენ)
თან საკმაოდ ისტერიულად
და ბრიტანეთზე და პოლონეთზე (+ირიბად აშშზეც) იერიშების მიტანა
პ.ს. აშკარად პროგრესია ე.წ. "ქელეხის ფურცელს" რომ არ აფრიალებ

ერდოღანზე გეთანხმები რომ განდონია და გასაჟიმია

მარა აქ გამოვა ერთი ცნობილი თურქოლოგ-ერდოღანისტი და იტყვის ეგო თავის ქვეყნის ინტერესით მოქმედებსო

ჰოდა მგონია რომ გრძელვდიან პერსპექტივაში არ მოქმედებს თურქეთის სასარგებლოდ
ასევე xman-საც მინდა მივმართო, შვეცის თემაზე.
შვეცი კგბ-ს ყოფილია თუ მიმდინარე, ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.
და ეგეთები ყველაფერს ტყუილს რომ არ ილაპარაკებენ ეგეც გასაგებია.
მაგათი მეთოდია, სიმართლეში ნელნელა შეპარებული ტყუილიც.
ისიც ცხადია რომ კორუფციას უკრაინაში დიდი ტრადიციები აქვს და ახლაც რაღაც დონეზე იქნება
მარგამ რა დონეზეც არ უნდა იყოს, ამის ომის დროს ღიად აფიშირება არ მგონია სწორი, ეს უნდობლობას უწყობს ხელს და უნდობლობა კიდევ ერთიანობის მტერია, რაც უკრაინის ერთერთი მთავარი იარაღია ახლა.
კორუფციის საკითხები, დარწმუნებული ვარ ვინც მათ დახმარებას აძლევს, იმის ინტერესშიც არის რომ გაკონტროლდეს და ისიც აკონტროლებს.
თუმცა ნებისმიერ კორუფციას აქვს "დასაშვები ნორმა" როცა იმის დაჭერაზე ტილაობას უფრო მეტი რესურსი ჭირდება ვიდრე მასშტაბია
ჰოდა შვეცი ამას ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს