კელი დეგნანმა კულტურულად ძაან განაგლდით და გადა##ით თავზეო ხუნდაძესუბარყაველაშვილს
აბა ახლა ველოდებით ბიძინას შემდეგ დავალებას რას იზავს სამეული
კელი დეგნანი - ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...ebs-ar-epuzneba17.08.2022 / 13:44
ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ აშშ ეხმარება საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ვის წარმოადგენს, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიიდან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთან. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის განვითარებაში, იმის უზრუნველყოფაში, რომ ის უფრო დაცული და სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას მომავალ წლებშიც. ვიტყვი, რომ ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი ბრალდება, თითქოს აქ არსებულ პოლარიზაციაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ, არის მცდელობა, მათგან ვინც იციან რომ პასუხისმგებლები თავად არიან, ეს დასავლელ პარტნიორებს გადააბრალონ, რომლებიც არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ 30 წელზე მეტია ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე. სულ ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოში არსებული პოლარიზაციის შემცირებას ცდილობენ.
„ჩემი აქ ყოფნის ყოველ დღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას, ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რომელიც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხედონ 3-4 წლის უკან და გაიხსენონ, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ეს ღრმა პოლარიზაცია შეამცირონ”, - აღნიშნა ელჩმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტმა უნდა იმუშაოს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
„პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის: სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კარგი განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ახლა განსაკუთრებით, როდესაც ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია წარადგინა. ერთად, ინკლუზიურად მუშაობის დროა, წინააღმდეგობის გვერდზე გადადების და კანდიდატის სტატუსის მიღების დროა“, - აღნიშნა ელჩმა.
სარჯველაძე რო აპრავებს სოზარიკოყაველახუნდაძეს

მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - მარტივად დგას საკითხი: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...ishans-izleodes17.08.2022 / 13:53
მიზეზი შეთქმულების ძიებისთვის არ არსებობს - მარტივად დგას საკითხი: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ „ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების ბრალდებები „უგუნური, კონსპირაციული თეორიებია".
რაც შეეხება ელჩის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ამბობს, რომ არ იცის, ვის წარმოადგენს აღნიშნული ოთხი დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ისინი “ქართული ოცნების” წევრებისგან განსხვავებით საჯაროდ საუბრობენ.
“ვერ მივცემ თავს უფლებას კრიტიკული მოსაზრებები შემოგთავაზოთ, თუმცა საკითხის დასმა იმის შესახებ, ვის წარმოადგენენ, ამ ოთხი ადამიანის მხრიდან მკაფიოდ იქნა ახსნილი, რატომ გადაწყვიტეს ცალკე მოღვაწეობა - რათა საჯაროდ ესაუბრათ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი ხედავენ. შესაბამისად, რატომ გაჩნდა კითხვა, არ მესმის. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები - სწორედ ეს იყო მიზეზი მათი დამოუკიდებლად მოქმედებისა, რომ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მიჩნეული იყო, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა, ესაუბრათ საჯაროდ, ჩვენგან განსხვავებით. არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება იმიტომ, რომ ყველაფერი ღიად ითქვა იმაზე, ვის და პოზიციები აქვს”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს „უგუნურ, კონსპირაციული თეორიებს” უწოდებს.
„არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ვის წარმოადგენს, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიიდან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება“, - განაცხადა ელჩმა.