...დასავლეთიც დაბნეულია, გასაგებია საითაც მიჰყავს ამ ხელისუფლებას ქვეყანა, მაგრამ ცარიელ ადგილზე არაფერი ხდება, ალტერნატივა ხომ უნდა ჩანდეს? ეს ოთხეული კი... ავითარებს შეთქმულების თეორიას და ამტკიცებს, რომ დასავლეთი რაღაცას გეგმავს, მაგრამ დასავლეთი ხელმძღვანელობს ერთი უნივერსალური პრინციპით - ნებისმიერი პროცესი, რასაც შეიძლება მიეხმაროს, თვითონ ხალხის ინიცირებული უნდა იყოს. სწორ ადგილზე, თავისი სურვილით, არანაირ პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ. შეიძლება ჩაერთონ მაშინ, თუ ამისი რეალური საფუძველი იარსებებს. ბიძინა კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საფუძველი არ შეიქმნას და ოპოზიციაც ამაში ეხმარება”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“თავდასხმა კელი დეგნანზე რუსული მატრიცაა. რუსებიც ყველა უბედურებას ამერიკელებს აბრალებენ, მაგრამ იმათაც კი არ მოსვლიათ აზრად, რომ ჯოხი ელჩზე გადაეტეხათ. ყველას კარგად ესმის, რომ ელჩის მოქმედება, განცხადებები, შეთანხმებები არის შტატების ადმინისტრაციის მოქმედებები და არა დეგნანის პირადი ინიციატივა. ელჩი არის მხოლოდ ინსტრუმენტი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შტატები ატარებს ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს ესმით ხელისუფლებაშიც, ისეთი ბრიყვებიც კი არ არიან, მაგრამ პერსონალიზაციას ახდენენ, რათა მრევლისთვის გაამარტივონ სურათი, თან ასე ცდილობენ შენიღბონ ანტიამერიკული პროპაგანდისტული პოლიტიკა. საზოგადოებას, რომელსაც არც კეთილდღეობა აქვს და არც თავისუფლება, სტაბილურობის განცდაღა შემორჩა და ხელისუფლება დღეს ამას ურტყამს. ქმნის დასავლეთისგან მტრის ხატს და საზოგადოებას აჩეჩებს გზავნილს, მე თუ არ ვიქნები ხელისუფლებაში, მაგ სტაბილურობასაც დაკარგავ და ომში ჩაერთვებიო. ადრე მტრის ხატად მიშას სახავდნენ, ახლა მიშა ვეღარ ვარგა და უკვე კელი დეგნანი და ამერიკა შეარჩიეს ამ როლზე. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...oxilva-15082022ზურაბ ბატიაშვილი:
...საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა. ეს ჩანს ყველგან, ყველა ფეხის ნაბიჯზე.
შეუძლებელია ერთი და იგივე დროს სტალინს ადიდებდე და თან საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე იყო. ეს ორი რამე ერთმანეთთან კატეგორიულად შეუთავსებელია. შეხედეთ ზოგიერთ ე.წ. „პოლიტიკოსს“ ან ე.წ. „მედიას“ და მათში ძალიან მარტივად დაინახავთ საბჭოთა მემკვიდრეობას.
გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები, მედია ზეწოლის გარეშე? არა. ეს ის ფასეულობებია, რომელზეც დგას დასავლური ცივილიზაცია და ჩვენს გამო არავინ შეცვლის ამ სტანდარტებს. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთესი საზოგადოება და უკეთესი ქვეყანა ვიყოთ.
ცარიელი სიტყვები, რომ თითქოსდა გვსურს ვიყოთ დასავლეთის ნაწილი და ამისკენ მივისწრაფვით, არაფერს ცვლის. ცარიელი სიტყვებით და ცრუ დაპირებებით XXI საუკუნეში ვეღარავის მოატყუებ.
...
დღეს დასავლეთი გამოფხიზლებულია ისე, როგორც არასდროს და მზადაა საქართველოს რეალური დახმარების ხელი გამოუწოდოს. მაგალითად, გვაქვს შანსი მივიღოთ იმ სახის და რაოდენობის დასავლური შეიარაღება, რაზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით.
მაგრამ, რა ხდება ჩვენი მხრიდან? ჩვენი მხრიდან არის ის სიტუაცია, რომელსაც ხშირად უწოდებენ „სტრატეგიულ ბუნდოვანებას“, სადაც საქართველოს ხელისუფლება განცხადებების დონეზე თითქოსდა დასავლეთისკენ მიისწრაფვის, სინამდვილეში კი ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია და დღითიდღე ეს უარესდება ეს სიტუაცია.
...
როგორც ყოფილი დიპლომატი, გეტყვით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, მითუმეტეს, ის ამბავი, რასაც ბოლო დროს ვხედავთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, სააშკარაოზე მხოლოდ მას შემდეგ გამოდის ხოლმე, როცა გამართული მოლაპარაკებებისას მხარეები შედეგს ვერ აღწევენ.
დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების დეტალები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი თემა საგარეო ორიენტაცია იყო და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.
დაზუსტებით ალბათ ვერავინ იტყვის, ვის რა კუდები დარჩა რუსეთში ან ვინ ჰყავთ მრჩევლები საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლებმაც ურჩიეს, რომ ამერიკაზე შეტევის მიტანით რამეს მიაღწევდნენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია - დასავლეთთან ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები აქვთ და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ამ ფარგლებში აშშ-ს ელჩზე (ანუ აშშ-ზე) შეტევის მიტანა მათთვის რამის მომტანი იქნებოდა.
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთთან შანტაჟის ენით საუბრით არაფერი გამოვა. ან დღემდე ვის, მაგალითად რუსეთს, ირანს, სირიას, ჩრდ. კორეას, გამოსვლია, რომ ამათ გამოუვიდეთ?
ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, ამოცანა კი მთელ ამ პროცესში უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალით გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი სიტუაციიდან, რადგან სერიოზული რეპუტაციული ჩრდილი ადგება არამხოლოდ „ოცნებას“, არამედ მთელ ქვეყანას.
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...da-arsad-casula This post has been edited by griankali on 17 Aug 2022, 21:33
რუსეთი უნდა დაინგრეს.