დღეს უკრაინას სრული მორალული უფლება აქვს გვაკრიტიკოს, რადგან უკრაინა საკუთარი სისხლის ფასად აკეთებს არამხოლოდ თავის არამედ სხვის გასაკეთებელს(მათ შორის ჩვენი)
მაშინ, როდესაც ათასობით უკრაინელი ეწირება კაცობრიობის მთავარი ბოროტების მიმართ ბრძოლას, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყოვლად ამორალურ განცხადებებს და ქმედებებს
1. ამ დრომდე ქვეყნის პრემიერი არ ჩავიდა კიევში და არ გამოხატა მხარდაჭერა ადგილზე, მაშინ როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ომის დღეებში ჩამოვიდა თბილისში და დედაქალაქზე შემოჭრის პირდაპირი საფრთხის დროს დადგა ჩვენთან ერთად
2. საქართველოს პრემიერი დასცინის უკრაინას და მათ "არასწორ" ქმედებებს აბრალის ომის დაწყებას ანუ უკრაინა "ჭკვიანად" რომ ყოფილიყო ომი არ იქნებოდაო. იგივე რიტორიკა " ომი საქართველომ დაიწყო" ანუ ამით იმეორებენ კრემლის პოზიციას და სახეში აფურთხებენ ორივე ქვეყანაში დაღუპულ და მებრძოლ გმირებს რუსეთის წინააღმდეგ
3. ირიბად მოუწოდენენ მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობისკენ(ესაა რუსის მიზანი)
4. ერთი სიმბოლური სამხედრო დახმარებაც კი არ გაუგზავნიათ(თუნდაც სამედიცინო-სამხედრო დანიშნულების დიდგორი), მაშინ როდესაც 2008 წლამდე ჯარის გადაიარაღებაში უკრაინას დიდი წვლილი მიუძღვის, ომის მერე კი მთელმა მსოფლიომ ემბარგო რომ დაგვადო არაფორმალური,პრაქტიკულად ერთადერთი უკრაინა იყო ვინც ომში დაკარგული მარაგები ასეთუისე შეგვივსო
და ა,შ
5. საქართველოს პრემიერი უკრაინაში მებრძოლ ბიჭებს დაქირავებულ მებრძოლებს ეძახის
6. საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის მიმართ სანქციებს, ტაშფანდურით იღებს რუსებს, აკრიტიკებს ამერიკის და ევროპის ელჩებს, პირდაპირ კრემლის ნარატივს იმეორებს, რომ დასავლეთს უნდა ჩვენი ომში ჩაბმა და ა,შ
და ამ ყველაფრის მერე კიდე გიკვირთ, რომ უკრაინელები აკრიტიკებენ ჩვენ მთავრობას და უკვირთ თუ როგორ იტანს ამ ყველაფერს ქართველი ერი?
რაც შეეხება უკრაინის პარალელს
უკრაინამ მხოლოდ ერთხელ დაუშვა შეცდომა იანუკოვიჩის მოყვანით, მარა ისიც ვატნიკი მოსახლეობის ხარჯზე გახდა ძირითადად პრეზიდენტი (ყირიმი და დონბასის ხარჯზე) და მაშინ არ ჰქონდა ტერიტორიული პრობლემები უკრაინას, 2012-ში კი ბიძინას არჩევა იყო პირდაპირ პრორუსი ძალის მოყვანა და ამაზე მათ შირის დასავლური მედიაც საუბრობდა
უკრაინელებმა კი როგორც დაინახეს იანუკოვიჩის გეზი, აქტიური ქმედებებით დაამხეს და 10 წელი კი არ უყურეს ქვეყნის რუსეთის გუბერნიად გადაქცევას
ქართველმა ერმა კი "9 წელეეეს ძახილით" 2016-შიც და 2020-შიც აირჩია ქოცობა
2008-ში უკრაინასაც არ მისცეს მაპი, 2014-ში უკრაინა გადააგდეს თუ გადააგდეს(ყირიმი და დონბასი წაართვრს და ამაზე არ იყო დასავლეთის სათანადო რეაგირება), მარა ნიჰილიზმში კი არ ჩავარდნენ, არამედ თავდაუზოგავად იშრომეს უამრავი პრობლემისა, ჯარი ნოლიდამ ააწყეს, 8 წელი ომისთვის ემზადნენ და მათი გამაცვიფრებელი თავდადებით ყველა გააოცეს და აიძულეს, რომ გვერდში დადგომოდნენ
შესაბამისად
საქართველოს მთავრობის მოღალატურ პოლიტიკას გამართლება არ აქვს
ქართველი ხალხის შემგუებლურ პოზიციას არ აქვს გამართლება
უკრაინა არის მორალურად 100% მართალი
არამხოლოდ უკრაინის, მთელი ცივილიზებული დასავლეთის(ამერიკა, ევროპა, ბრიტანეთი) თვალში ვჩანვართ ძალიან არასწორად და სამარცხვინოდ, გინდა არ გინდა ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს მოსახლეობას და აქ აღარ ჭრის არგუმენტები (ქართველი ერის 80% უკრაინის მხარესაა, ჩვენ უკრაინის დროშები გვაქვს გამოკიდებული და ა,შ)
უკრაინელების მიმართ პრეტენზიების გამოხატვას თუ რატო გვაკრიტიკებენ კი ჯობს ქართველმა "ბრძენმა ერმა" გამოიღვიძოს და ქვეყნის რუსეთის გუბერნიზაციას შეეწინააღმდეგოს
სულ სხვამ გვინდა გაგვიკეთოს, ეხლა კი ძაან უნდა მავანს, უკრაინის ხარჯზე დაჩქარებული ტემპით მიგვიღონ ევროკავშირში, ნატოში, დავიბრუნოთ ტერიტორიები და ა,შ
მარა ასე არ ხდება, ერი სანამ არ გაიღვიძებს იქნება ეს ჭაობი
თუ გაიღვიძებს, დასავლეთის მხარდაჭერაც იქნება და უკრაინისაც
ასე, რომ ყველაფერი "ბრძენი ერის" ხელშია
იქნება ქოცობა და მათ მიმართ შემგუებლური პოზიცია?
არ იქნება არც ევროკავშირი, არც ნატო და მთელი ცივილიზებული დასავლური სამყარო მათ შორის უკრაინის თვალში ვიქნებით სამარცხვინო და უფლება ექნებათ გვაკრიტიკონ
ვიქნებით რუსების ტაშფანდურა გუბერნია და რუსებისათვის ელარჯის მწელელი ერი
ასე, რომ საკუთარ თავში ვეძიოთ გამოსავალს ის ჯობს, ვიდრე გმირი ერის უკრაინის 100% მართალი კრიტიკა არ მოგვწონდეს
This post has been edited by DIDGORI-GEO on 2 Sep 2022, 11:57