#59570856 · 2 Sep 2022, 18:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვისარგებლებ თემით,
ნაკვთს ვეძებ საცხოვრებლად.
ადგილმდებარეობა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
კიტერიუმების მნიშვნელობას/წონას გვერდზე მივუწერ.
1. დედაქალაქიდან დაშოროება 10%
იდალური ვარიანტი იქნება მაქსიმუმ 1 საათი მანქანით სამგზავრო მანძილი, კარგი ხარისხის გზის საფარით, თუმცა ამ კრიტერიუმს ჩემთვის ნაკლები პრიორიტეტი აქვს, უფრო მეტი დაშორებაც მისაღებია.
2. კლიმატი/ამინდი/ნალექიანობა 25%
ჩემი მოკლე ჭკუით რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, კლიმატი მეტნაკლებად ერთგვაროვანია, თუმცა სავარაუდოდ ვცდები, სასურველია ზომერი ზამთარი საშუალო წლიური ტემერატურა არა უმეტეს -5 ცელსიუსისა, ზომიერი ნალექით, რამდინლი მილიმეტრია ზომიერი მიჭირს თქმა, ზაფხული გრილი არაუმეტეს 22 ცელსიუსი საშუალო წლიური ტემპერატურა და რაც მნიშველოვანია მინიმალური ქარი და მაქსიმალური მზე/სინათლე, როგორც მესმის ზაფხულში ზომიერი ტეპერატურა და მზე მხოლოდ მთიან ზონაშია რეალურად შესაძლებელი, შეიძლება ვცედებოდე, ქარი დიდი მინუსია.
3. ლანდშაფტი 30%
მთები უფრო მისაღებია ვაკზე, თუმცა შერეული ვარიანტიც კარგია, მთავარი ამ კატეგორიაში ნარგავების ნაირსახობა, ანუ ტყე მინდა ნორმალური, გინდ წიწვოვანი გინდ ფოთლოვანი, თუნდაც შერეული ოღონდ ხრიოკი გადამწვარი ბუჩქნარი ნუ იქნება, სასურველია მდინარეების/ტბების სიახლოვე.
4. ინფრასტრუქტურა: გზა, დენი, წყალი, ინტერნეტი, 25%
ეს ოთხი აუცილებელია, კანალიზაცია არ დავწერე, იმიტომ რომ სავარაუდოდ პრობლემატურია კანალიზაცია, ნაკლებად დასახლებულ ადგილებში კი არა როგორც ვიცი ბათუმს არ არქვს ნორმალური კანალიზაცია. ზოგადად ინფრასტურა პრობლმატურია საქართველოში, დიდი მინუსია ქვეყნის მიმზიდველობის რეიტინგისთვის.
5. მოსახლეობის სიმჭდროვე 10%
რაც შეიძლება ნაკლები სიმჭიდროვე, რაც შორს არის მეზობელი მით უკეთესი, გარემოს დანაგვიანებაც ნაკლებია სადაც ცოტა ხალხია, საქართველოს რეგიონებში ეს კრიტერიუმი ყველაზე ადვიად დასაკმაყოფილებელია, ცარიელი ქვეყანა, ნახევარი მოსახლეობა თბილისშია.
მადლობა.
--------------------
რა ომი, რუსეთს ომს მოუგებ?
|