გავიხსენოთ, რომ ამ კანონის მისაღებად წლებია მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოში.
გამაგებინეთ, რა სასიცოცხლო აუცილებლობა არსებობდა, რათა ეს საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შესულიყო?
ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ საერთოდ წარმოდგენა არა გაქვთ შედეგებზე.
დამისახელეთ ქვეყნები, სადაც ფარული მოსმენა დაკანონებულია. და სადაც არ არის, ის ქვეყნები ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას?
ეს კანონი საქართველოს უზენაეს კანონს - კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, სრულიად მეორე თავს.
როგორც ვიცით, კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა კანონმდებლობა
და არა პირიქით - კონსტიტუცია კი არ უნდა გადავაკეთოთ და მოვარგოთ ამა თუ იმ კანონს!
მეტსაც გეტყვით, ეს კანონი არათუ არ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, პირიქით - ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას!
საქართველოს კონსტიტუცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36თავი პირველი. ზოგადი დებულებები
მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო
1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
თავი მეორე. ადამიანის ძირითადი უფლებები
მუხლი 9 - მუხლი 35;
This post has been edited by Катеньки on 8 Sep 2022, 14:14
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.