დღეს დილიდან ხლოპცებმა განაგრძეს მასიური შეტევა ხარკოვის ოლქში
ძალიან სწორი ტაქტიკით იბრძვიან, რუსები ბალაკლიას შტურმს ელოდნენ, ხლოპცები კი კუპიანსკის გზას მიუყვებიან. მიზანია კუპიანსკამდე, როგორც მინიმუმ საარტილერიო საცეცხლე წვდომა, კუპიანსკზე ეს რომ მოხერხდეს, რუსული იუზიუმის დაჯგუფებს ოპერატიულ ალყაში ექცევა და აზრი აღარ ექნება მათ იქ დგომას(ხარკოვის ოლქი ფაქტიურად მთლიანად გაიწმინდება)
რუსული თავდაცვა მთლიანად მოშლილია, რა ძალაც ჰქონდათ მანდ ბალაკლიაში მიიზიდეს უკრაინელებმა, მთავარი დარტყმა კი გრძელდება კუპიანსკისკენ
დღეს დილის შემდეგ, იაკოვენკოვედან დაძრულმა ნაწილებმა აიღეს ვოლოხივ იარი, მოიერიშე ნაწილები კი უკვე სავარაუდოდ სემენივკა-ბოჰოდარივკას უტევენ (ბოლო საყრდენი პუნქტი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს პუნქტ შევჩენკოვემდე)
მთავარი მიზანი შევჩენკოვეს აღებაა, რაც საკვანძო გზაგასაყარია კუპიანსკის გზაზე (ქალაქ ხარკოვიდან და ბალაკლეადან მთავარი სატრანსპორტო კვანძი მასზე გადის), სავარაუდოდ როგორც კი მანამდე მივლენ ბალაკლიადან დაძრული ნაწილები, დასავლეთ ფლანგიდან გზის გაწმენდას დაიწყებს ხარკოვის დაჯგუფება და ორ მხრივ წნეხში მოაქცევენ შევჩენკოვეს
წინააღმდეგობა არის მინიმალური, რუსები უბრალოდ გარბიან
ამ ფონზე, იზუმის სამხრეთით დაიწყო მიწოლა და აღებულია ველიკა კომოშუვახა და დოვჰენკე
კუპიანსკზე დაწოლის ფონზე, რუსებს მოუწევთ მანდედან ძალების მოხსნა და შეიძლება უბრძოლველად გაწმინდონ უკრაინელებმა იზიუმი და მისი სამხრეთი
მოკლედ, ძალიან მძიმე დღეშია რუსული თავდაცვა
უკრაინული გენშტაბი ძალიან ჭკვიანურად და ეფექტურად მუშაობს
რაც ეხლა ხარკოვის ოლქში ხდება, სამხედრო კუთხით ამ ეტაპზე ხერსონზე უფრო მნიშვნელოვანია
დღეს დილის მერე განხორციელებული შეტევა
ძალიან სწრაფი პროგრესია, არ გამოვრიცხავ 1-2 დღეში შევჩენკოვეს აღებას, რაც სრული კატასტროფა იქნება რუსებისთვის


ეს კი ფართო ხედით, უკრაინელების შეტევა ხარკოვის ოლქში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 7 Sep 2022, 12:00