ეს არამარტო ეგრეა, არამედ მთავარი მონაპოვარი და წარმატებაა ამ ომის, თუ ყველაფერს დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის ჭრილში გადავიყვანთ,
შემორჩენილ დიქტატორულ რეჟიმებთან: რუსეთი, ირანი, ჩინეტი და ა.შ და ა.შ
უკრაინელების სიმამაცის და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე, დასავლეთს არ დასჭირვებია შავი სამუშაოს კეთება და ხელების გასვრა (არ აქვს მნიშვნელობა საქმე რომ
ცუდად წასულიყო ამ ხელების გასასვრელად საერთოდ იყვნენ თუ არა მზად..), რამაც ამერიკას მისცა იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ ტაივანში "პელონსის ავანტიურა"
განეხორციელებინა და ჩინეთისთვის პანჩური ამოერტყა.. არადა რომ არა უკრაინა და რუსების გამოფიტვა / დასუსტება ამ 6 თვეში, დარწმუნებული ვარ მსგავსი მანევრის
გაკეთებას ამერიკელები მოერიდებოდნენ...
დღეს ბევრი დასავლელი ექსპერტი საუბრობს რომ მესამე მსოფლიო ომი ფაქტობრივად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ხდება გინდა თუ არა იმ სახით, რა სახეც
ჰქონდა წინა საუკუნეში ეი ფრონტები და ფართომასშტაბიანი ომები ყველა კონტინენტზე და მიმართულებაზე.. ანუ ისე დალაგდა, რომ რაღაც ომები ზედაპირზევე სრულდება
და არ ჩამოდის დაბლა, გამომდინარე იქედან რომ შედეგი იმთავითვე ცნობილია...
მაგალითად ამერიკის დეკლარირებულმა მხარდაჭერამ წინა თვეში ტაივანის მიმართულებით, ჩინეთს აგრძნობინა რომ დასავლეთი არამარტო მზადაა მაგ ომისთვის, არამედ
პირიქით თვლის რომ იდეალური დროა ჩინეთთან დასატაკებლად და მისთვის კისერის მოსაგრეხად, რამაც ის დაპირებული თვითმფრინავის ჩამოგდებები და სხვა დანარჩენი
დაპირებადვე დატოვა და დაგვანახა რომ ჩინეთიც კი შეიძლება ამოპანღურდეს მისსავე მოედანზე, თუ რაღაც-რაღაც სვლები სწორად დალაგდება..
უკრაინა ამ საერთო პროცესში ნ1 მნიშვნელობისაა და ვხედავთ რომ ჯერ-ჯერობით დასავლეთის მთავარი კოზირიც...
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი