გასხმები დაიწყო სახუილეთში

ცოტაც და აქ ამბები ატყდება
მოსკოველმა დეპუტატებმა გადადგომის თხოვნით მიმართეს პუტინს
https://www.radiotavisupleba.ge/a/32027795.html3 საათის წინ
მოსკოვის ლომონოსოვის მუნიციპალური ოლქის საკრებულოს დეპუტატებმა გადადგომის მოთხოვნით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია ქვეყნის კეთილდღეობისთვის და აღნიშნავენ, რომ პუტინის მეორე ვადის შემდეგ „ყველაფერი უკუღმა წავიდა“.
პრეზიდენტისადმი მიმართვის თაობაზე დეპუტატების საპროტოკოლო გადაწყვეტილება ოლქის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
დეპუტატები თავიანთ მიმართვაში ხაზს უსვამენ, რომ პუტინისა და მისი ქვეშევრდომების აგრესიულმა რიტორიკამ რუსეთი უკან დააბრუნა „ცივი ომის“ ეპოქაში, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაორმაგებულა, მინიმალური ხელფასი არ ასულა დეკლარირებულ მაჩვენებლამდე, ჭკვიანი და ქმედუნარიანი ხალხი მასობრივად ტოვებს რუსეთს და არ ჩანს დაპირებული სტაბილურობის ნიშანი. ამასთან დაკავშირებით ისინი პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებას სთხოვენ.
„თქვენი შეხედულებები, თქვენი მართვის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და აფერხებს რუსეთის განვითარებას და მის ადამიანურ პოტენციალს“, - წერენ მუნიციპალური დეპუტატები.
ლომონოსოვის რაიონის დეპუტატებმა მოსკოვის მერს სერგეი სობიანინსაც მიმართეს. მათ მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსკოვში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა ფაქტობრივად არ მუშაობს, ხოლო რაიონულ დონეზე არის ორმაგი მმართველობის სისტემა, რომელიც აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობისა და მათი წარმომადგენლების ნებისმიერ ინიციატივას.
7 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალური წარმონაქმნის - სმოლნინსკოეს დეპუტატებმა გამოაქვეყნეს მოთხოვნა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსადმი, დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ღალატში და მოეთხოვათ თანამდებობიდან მისი გადაყენება. პეტერბურგის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრის შესახებ ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
9 სექტემბერს პეტიციაზე ხელმომწერი დეპუტატები დაიბარეს პოლიციაში და შეუდგინეს ოქმები რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მუხლით.