რუსებმა საქართველო კი არ შექმნეს, არამედ პროვინცია, რომელსაც გამოცლილი ჰქონდა სახელმწიფოს ყველა ელემენტი...
რა არის პროვინცია -> ქვედა რგოლი იმპერიულ სისტემაში, რომელიც ყველანაირი რესურსით ამარაგებს ცენტრს და მასზეა ჩამოკიდებული..
პლიუს ამას მოხდა ყველაზე საშინელი რაღაც, რომელსაც დღემდე ვერ ვმკურნალობთ.. ქართველის გეოპოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი აღქმა მსოფლიოსი, ჩამოეკიდა
დიდ რუსულ მისიას.. ეი რუსეთი როგორც ახალი კონსტანტინოპოლი / მართლმადიდებლობის ბასტიონი და ქართველი როგორც უბრალო ჯარისკაცი ამ დიდ ბრძოლაში..
ამიტომ აქვს დედა #####ული ქართულ კონსერვატიზმს, რომ ქართული კონსერვატიზმი მართლმადიდებლობის გარეშე წარმოუდგენელია და ამ მართლმადიდებლობას კიდევ ვერა და ვერ ვგლეჯთ რუსული მისიის ჩარჩოებიდან..
შესაბამისად ვასაძე იქნება, ალტ-ინფო, თარხან-მოუხრავი თუ სხვა ნებისმიერი, ბოლოს მაინც მანდ მიდის, რაც არ უნდა იხვანცალოს ბოლო ერთი აქვთ -> იწყებენ მართლმადიდებლობით, ხდებიან კონსერვატორები, ბოლოს მიდიან კრემლში

ამას რომ გადაახტე და შექმნა თვითკმარი ქართული მისია, რომელშიც მართლმადიდებლობაც დევს და კონსერვატიზმიც, გჭირდება ფენომენალური უნარების მქონე პიროვნება, რომელიც იმ დონის თვითჩაკვირვებას მოახდენს ჩვენს კულტურაში და რელიგიაში
რომ შექმნის კარგად დავიწყებულ ძველ = ახალ კონცეპტს, სადაც ქართული კონსერვატიზმი იქნება სუფთა, თვითკმარი, ჩამოყალიბებული და თვითგამორკვეული.. სამწუხაროდ ვერც ილიამ და ვერც ზვიადმა, მიუხედავად მცდელობებისა ეს ბოლომდე ვერ შესძლეს,
იმიტომ რომ ორივემ ეგ გვითხრა ასე უხეშად რომ ვთქვათ -> მიუერთდით დიდ მსოფლიო ლიბერალურ ერთობას კანონმდებლობის დონეზე ეი სახელმწიფო იყოს ლიბერალური,
მაგრამ საზოგადოებამ შეინარჩუნოს კონსერვატიზმიც და მართლმადიდებლობაცო, საბოლოოდ ტვირთი მაინც ერს აკიდეს და ვერ დადეს კონკრეტული ფორმულა ან მოდელი, ასე კიდევ რთულია და შეუძლებელიც...
შედეგად დღეს ქართული კონსერვატიზმი რუსეთუმეობის ბასტიონია და მოსახლეობის ადეკვატურ ნაწილს სხვა გზა არ აქვს გარდა ლიბერალიზმისა..
მაგრამ ეს ლიბერალიზმიც თავის მხრივ პროვინციული აზროვნებაა დიდი გლობალისტური დასავლეთის სისტემაში..
სანამ ეგრეა ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით პროვინციად და ვერ ქმნით სახელმწიფოს.. ფორმულა არ გვაქვს ფორმულა, რომლის გარეშეც სახელმწიფო არ იქმნება..
წარმოიდგინე ახლა ამერიკის დამფუძნებელ მამებს, რომ კოსნტიტუცია არ ჩამოეწერათ ამენდმენტების სახით და ეთქვათ -> ნელ-ნელა გაუყევით ბიჭებო თქვენით და რაღაცა იქნებაო...

ხოდა რავი ეს ერთიანი პროვინცია ჯობდა ვითOმ იმ დაშლილ სამთავროებს, რომლებიც ქართულ სულს ატარებდნენ ? ცალკე იყო ხუტუნია შარვაშიძე და დაშლილ საქართველოში, მაგრამ კი მოიგო ხრესილი...
This post has been edited by DATOIA on 13 Sep 2022, 16:03
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი