ბუნდესვერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდა
ბუნდესვერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შესახებ ბუნდესვერის სამხედრო პერსონალის კავშირის ხელმძღვანელმა ანდრე ვიუსტნერმა RND-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ვიუსტნერის თქმით, უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება მხოლოდ ბუნდესვერს დაასუსტებს. სამხედრო მოსამსახურეთა კავშირში ახლა ბევრი შიშობს, რომ ასეთი პოლიტიკა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.
"ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა ასეთია: არ მოხდეს ახალი მიწოდება ბუნდესვერის არსენალებიდან და არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმ იარაღის სისტემების დაუყოვნებლივ შეძენა, რომლებიც უკვე გადაცემულია!" -განაცხადა ვიუსტნერმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...agmdeg-gamovidaოლაფ შოლცის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში „ძვრები იყო“, თუმცა არა განსაკუთრებული მასშტაბის
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში „ძვრები იყო“, თუმცა არა განსაკუთრებული მასშტაბის. როგორც კანცლერმა აღნიშნა, დიპლომატიური საუბარი პუტინთან მეგობრულ ტონალობაში იმართება, მიუხედავად არსებული აზრთა სხვადასხვაობისა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა Deutschlandfunk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ყველა საუბარი რომ შევაჯამოთ, რომლებიც მე მასთან ბოლო დროს მქონდა, ცალსახა იყო ძვრები. უბრალოდ ისინი არ იყო ძალიან მასშტაბური“, - განაცხადა შოლცმა.
ამასთან, გერმანიის ლიდერმა ის საკითხები დაასახელა, რომლებზეც მიდის საუბარი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტთან.
„ჯარის გაყვანის მოთხოვნის გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბარი. მაგალითად, მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, საერთაშორისო წითელი ჯვრისთვის წვდომის საკითხი დატყვევებულ ჯარისკაცებთან და მნიშვნელოვანი იყო ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვა“, - განაცხადა შოლცმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...buli-masshtabisღალატის სუნი მცემს და არ მომწონს ეს ყველაფერი... ბრიტანეთის გააქტიურებას ველოდები
ერთი ჭურვიც აღარ უნდა დარჩეს რუსეთს ამ ომის მერე, ამათ რო ეს შერჩეთ მაშინ აზრი აღარ აქვს არაფერს