qitesa___ეგ ყველაფერი სწორია მობილიზაციისა და ომის გამოცხადებამდე. მობილიზაცია რასაც ჰქვია თავზე ხელის აღებაა და უკვე მის პირად უსაფრთხოებას ეხება. ან მოიგებს, ან დაამხობენ. ეგ იმხელა რისკია პუტინისგან, რომ თუ მაგდენი გარისკა და მერე რამეში აქ შემოვარდნაც დასჭირდა, იმასაც გარისკავს
ჩემი აზრით ეგ ეხლა ჩალიჩობს, რომ კოალიციისმაგვარი რამე შეკრას. ლუკაშენკოც მაგიტომ გამოხტა მობილიზაციაზე. მარტო გარისკვის ეშინია მოსკოვს, მარა ბელარუსი + სომხეთი და ვინმე პაჭა-პუჭა ქვეყნებიც რომ დაიმატოს თუნდაც ფორმალურად, უკვე სამხედრო კოალიციაა და სხვანაირ ამინდს ქმნის მსოფლიო პოლიტიკაში. ხოდა, ეტყობა ვერ კერავს ვერავის ჯერ ლუკაშას გარდა
ჰიტლერიც ეგრე დაარბენინებდა ხორვატებს, რუმინელებს და ვიღაც საცოდავებს ყველგან. გინდა - არ გინდა ფაქტორია ეგ. იქ შეიძლება პაშინიანი დაკეროს დახმარებით, ლუკაშენკო ისედაც გვერდში უდგას, ჩრდილო კორეასთან ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს იარაღის მოწოდებაზე და ჩინურ იარაღს ჩერეზ ფხენიანი მიიღებს და ა.შ.
ბევრი ოპცია აქვს რა. კი წაიჩოქა კიევთან, მარა ჯერ მაინც მსხვილი ორგანიზებული ძალაა რუსეთი, ადრეა მაგათი ჩამოწერა.