ჯერ სად ხართ
მეტრომ გაფიცვას ვაპირებთო, ერთი თვეა ვადა
დანარჩენი აქ წაიკითხეთ
გაჩერდება მეტრო? - თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და დავის დაწყებას აპირებენ
ნოემბერი 29, 2022
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9B...C/32153524.htmlთბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების 20%-იან ზრდას მოითხოვენ და კოლექტიური დავის დაწყებას აპირებენ სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ. თუ კი ისინი დამსაქმებელთან ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა, გაიფიცონ. ხოლო მეტრო, რომელსაც საშუალოდ 500 000 ადამიანი გადაჰყავს ყოველდღიურად, გაჩერდეს.
„ერთხელ უკვე მივედით გაფიცვამდე“, - ამბობს აჩიკო ლაბაძე, პროფკავშირის წარმომადგენელი და ამატებს: „არანაირი ლოგიკით არ უნდა მოხდეს მეტროს გაჩერება. ატყობთ როგორი [სატრანსპორტო] კოლაფსია ქალაქში. ვიმედოვნებთ, რომ მოგვარდება სიტყვიერად, მაგიდის გარშემო საუბრით“.
დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, „ერთობა 2013“ - რომელიც 600 დასაქმებულს აერთიანებს - სამშაბათს, 29 ნოემბერს განაცხადა დავის დაწყების გეგმის შესახებ. თუმცა მათივე თქმით, ბრიფინგის წინა ღამით, კომპანიამ მათთან შეხვედრისა და გარკვეული შეთავაზების განხილვის ინიციატივა გამოთქვა. შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაიწყებს თუ არა პროფკავშირი შრომითი დავის პროცედურას.
ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, თუ მედიაციის პროცესში მხარეები ვერ მორიგდებიან დასაქმებულებს გაფიცვის უფლება ექნებათ.
თბილისის მეტრო, რომელიც, დაახლოებით, 2 200 ადამიანს ასაქმებს, პირველად გაჩერდა 2018 წლის ივნისში, მემანქანეების გაფიცვის გამო. 23 სადგურისა და 54 კმ-ისგან შემდგარი მიწისქვეშა ტრანსპორტის ქსელის გაჩერებამ ქალაქის პარალიზება გამოიწვია. მაშინ დასაქმებელმა მათ ხელფასები 10-30%-ით გაზარდა.
2022 წლის იანვარში მათ კიდევ 15%-ით მოემატათ ხელფასი, თუმცა აჩიკო ლაბაძის თქმით, მაღალი ინფლაციის პირობებში, მათი ანაზრაურება მათი შრომის შეუსაბამოა.
„გვინდა იმ ხელფასის მომატება, რაც ინფლაციამ შეჭამა“, - ამბობს ის.