რაც შეეხება ირანს, როგორც ყოველთვის ქართულ თუ დასავლურ მედიაში, რათქმაუნდა ყველა მხარს უჭერს და ჩვენც ვუჭერთ, გმირ დემონსტრანტებს, რომლებიც სასწაულ გმირობის ფასად ებრძვიან სასტიკ რეჟიმს
არნახულ მამაცობას იჩენს ირანელი ხალხი
ამის ფონზე, რათქმაუნდა ძირითადად იდება და ვრცელდება ის ნიუსი რაც "გვაწყობს" (თითქოს წამი-წამზე დაემხობა და ა,შ)
თუმცა არ მინდა ზედმეტი მოლოდინები შეექმნას ვინმეს
არანაირი ქალაქები არაა მომიტინგეების კონტროლის ქვეშ, მიტინგები არის ძირითადად ქაოტური და მცირე ჯგუფებად (2 000 კაცის ფარგლებში)
ირანის უსაფრთხოების ნაწილები ძალიან სასტიკი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას
დაღულილია ასეულობით მომიტინგე, დაჭრილი და დაკავებულია ათასობით
არანაირი უსაფრთხოებიდ ნაწილებით ჩამოშლის ან განდგომის ნიშანწყალი არ არის ჯერ
მომიტინგეები ვერ ახერხებდნ ვერცერთ ქალაქში ადმინისტრაციული ან რაიმე მნიშვნელოვანი შენობის დაკავებას
არ არის ერთიანი წინააღმდეგობა
თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა, ვერ ვხედავ ამ პროტესტის წარმატების შანსს სამწუხაროდ და როგორც წინა შემთხვევებში, აქაც შეძლებს სისხლიანი რეჟიმი პროტესტის ჩახშობას
არც გარედან იგრძნობა სიტყვიერი განცხადებების გარდა რამე მნიშვნელოვანი დახმარების ნიშნები
ერთი რამ ხაზგასასმელია
ირანელი ერი სასწაულ გმირობას ავლენს, პირდაპირ ტყვიაზე მიდიან
რუსი ბიდლო ახლოსაც ვერ მოვა ამათ სიმამაცესთან
საკმაოდ, დეტალურად ვადევნებ ბევრი წყაროდან მოვლენებს თვალს(ვინც სირიის თემაში იყო, ახსოვს ჩემი ინფორმაციების სანდოობა ახლო-აღმოსავლეთზე)
ასე, რომ როგორც კი რამე მნიშვნელოვან ცვლილებას ვნახავ, აუცილებლად დავწერ
იმედია, მალე დაემხობა სისხლიანი და ბნელი რეჟიმი
აიათოლას სახით