ოხ, ისევ ქოცებთან შედარება და ნაც-ქოცური პაიქრობა
ქოცებს რა რეგრესი უნდა განეცადათ, როდესაც სარეგრესო არაფერი ჰქონიათ
ქოცები რაც არიან და რაზეც დგანან, ეგ ყველამ ვიცით, უბრალოდ ქოცები რომ ცუდები არიან- ეგ იმას არ ნიშნავს რომ ისევ ნაცების დაბრუნებაში არის გამოსავალი და არც მითიურ კვალიციურ მთავრობაში. მერამდენედ უნდა ავირჩიოთ ასე- ოღონდ ესენი წავიდენ და სულერთია ვინც მოვა. ერთხელ ხომ ავირჩიეთ უკვე ? ნუთუ არ გვეყო ? არც, ის მითიური მე-3 ძალა რომ არ ჩამოვარდება ციდან მაგსაც უნდა ხვდებოდეთ და არც მიმყავს მაქეთკენ საუბარი გინდა თუ არა დაველოდოთ სხვა პარტიის გამოჩენას, ხოლო მანამდე ქოცები ვხაზოთ ))) სულ სხვა რამის დაწერა და თქმა მინდა, მიუხედავად იმისა, რომ იმედი არ მაქვს ჩემი ნაწერი რამეს შეცვლის, მაგრამ მაინც ვეცდები.
ხალხო, საქმე რაშია: 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა ძალაუფლება- ეგ უნდა ყოფილიყო მათთვის გამოსაფხიზლებელი სილა,მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ მოხდა და იმის ნაცვლად რომ პარტიას თავის შეცდომებზე ესწავლა და მომხდარიყო სისტემური თუ სხვა სახის ხარვეზების გამოსწორება მოხდა პირიქით, ჩვენ მივიღეთ ყოველ ახალი არჩევნების წინ უფრო და უფრო დეგრადირებული პარტია და მისი ლიდერი, რომელიც სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდა. ბოლოს ისე წავიდა საქმე ინტელექტუალური რესურსიც გამოელია ნაცმოძრაობას და პარტია ჩააბარეს ჩვეულებრივ ქუჩის მელოტ ბიჭს, რომელიც საცოდავათ ცდილობს სხვადასხვა ტერმინები დაიზეპიროს და ყოველ წინადადებაში ჩააკვეხოს ცოტა ნაკითხი რომ გამოჩდეს.
პარტის ტელევიზია ანდეს გვარამიას რომელიც არის ჩვეულებრივი სექტანტი ვითომ ინტელექტუალი ტიპი. კაცი ამდენი წელია ატყუებს თავის ფარას, თითქოს ყველა არჩევნებს იგებენ. პარტიას უკეთებს შავ პიარს და უფრო მეტ ამომრჩეველს აკარგვინებს. სასარგებლო იდიოტის როლს თამაშობს ბიძინასთვის )))(იმიტომ დაიჭირა ბიძიანამო იქნება გაპრავება ).
აღარაფერს ვამბობ ხაბეზე, მასხარაშვილზე, მელაძეზე, გაბუნიაზე, სანაიაზე და სხვებზე, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ღლეობების კეთებაში )))
აი, რა გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ 10 წლის გამავლობაში იმისთვის, რომ ქოცები დაემარცხებინა ? მართლა დასავლური ღირებულებების პარტია გახდა და ნორმალური პოლიტიკური პროცესები წარმართა ქვეყანაში ? შეიძლება, მე ვცდები და ბოიკოტებს, უაზრო პროვოკაციებს და ქუჩაში ჯოს ჯოს ძახილი მართლა დასავლური ღირებულებებია და ეგრე იბრძვიან იქაც ოპოზიციური პარტიები ))) ახლა ამერიკს მაგალითი არ გვინდა, ეგ სულ სხვა თემაა.
ერთმა იუზერმა ბეჟანამ დაწერა - მიშამ თქვა ხელისუფლებაში ახალ მოსული რომ იყო დღესვე რომ გადავიდე ოპოზიცაში ისევ რევოლუციას მოვაწყობო, ხოდა მაგ რევოლუციის ამბებშია ჩარჩენილიო და ყოველ არჩევნებს აღიქვამს რევოლუციის მოწყობის შანს... აი, მართალი დაწერა იუზერმა ბეჟანამ ( არ ვიცნობ მის შემოქმედებას და შეიძლება ქოცია, მაგრამ სიმართლე ნამდვილად თქვა).
ხოდა, ასეა მეგობრებო, ყველა არჩევნები არის რევოლუციის წინაპირობა მიშასთვის. ტიპმა ამდენი არჩვენები წააგეს ისეთ პარტიასთან როგორიც ქოცებია და მაინც ყველას და ყველაფერს ადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა. აი, ეგაა სწორედ დიდი პრობლემა არ სურთი პასუხისმგებლობის აღება იმაზე რომ ქოცობა სათავეში იმიტომ რჩება რომ ნაცები არიან ოპონენტები. ამისაც არ სჯერათ და ქოცების მოგონილი მითი ჰგონიათ, არადა მწარე რეალობაა.
2007 წლის ნოემბერში ის ხალხი იმიტომ კი არ გამოსულა რომ მიშა და ნაცები ყველაფერს ხუთიანზე ასრულებდენ უბრალოდ ხალხი ზარმაცია და მოპარვა და მუქთა ფული ურჩევნია, ხოდა რუსების წაქეზებით აუმხედრდენ მიშას ))) აი, ასეთების სჯერა მიშას მხარდამჭერებს და თავად პარტიის წარმომადგენელებს, არადა ხალხი იმიტომ გამოვიდა მაგრად რომ აურიეს ნაცებმა.
წარსულის ქექვას რომ თავი გავანებოთ რა მოხდა ამ ბოლო არჩევნებზე: მიშას ჰქონდა ილუზია ჩამოვიდოდა და მოახდენდა რევოლუციას!
მართლა, ჩამოვიდა და როდესაც დაიჭირეს მისი მომხრეები აქ გაიძახოდენ - ძალით დააჭერინა თავი გეგმა აქვსო, არიქა ქოცებს გააქრობსო, დიდი გულზე იყო მიშაც და რა მივიღეთ ? მალე მიშამ დაიწყო წკმუტუნი, არიქა აქედან გამოყვანეთ გავკარი ქართულ პოლიტიკას, რაის საქართველოს გადარჩენა მე უკრაინელი პატრიოტი ვარ და ჩემი სამშლობლო უკრაინაოო
ლამის დაუჩოქა ბიძოს )))
აი, რომელი ლიდერი გინახავთ დაჭერის შემდეგ ეგრე რომ იქცეოდეს ?
უგულავას და ვანოს ეყოთ ვაჟკაცობა და ციხეში ჩაჯდენ )))
ბოლოს და ბოლოს ნავალი ჩავიდა პუტინის რეჟიმის პირობებში რუსეთში და ჩაჯდა, ეს მოთქვამს არიქა კვდები გამიშვით მეტს აღარ ვიზამო )))
იმაზე აღარაფერს ვამბობ ჩამოსული რომ არ იყო და ჯერ სანდრა მოიშორა ძალიან მდაბიო ხერხით- ქალი რომელიც ბევრს ევასეობდა საქართველოში და მერე ყველა ის ჭორი დაადასტურა რაც მიშაზე და მის ქალებზე ამბობდენ, ხოდა ეს ყველაფერი სექტამ როგორ გააპრავა: ეხ, ძმაო ეგეთი ქალები რომ არ მოედღნა ეგ იქნებოდა დანაშაულიო )))) არადა, მსგავსი ქმედებებისთვის ევროპაში და ამერიკაში დასრულებული იქნებოდა პოლიტიკოსის კარიერა. თვით ტრამპა ვერ გაბედა მელინას მოშორება ეგრე ))) აგერ ჩვენ ბორისას რის გამო გააჯმევინეს ხელისუფლებიდან ხომ ვნახეთ
არა, ძმაო, მიშა და ყველაფერი ეპატიება აი ასე მსჯელობს მისი მრევლი და სწორედ მაგ მრევლმა დაღუპა მიშა.
მოკლედ, არაფერი ნაციონალურ მოძრაობას ამდენი წლის განმავლობაში არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ხალხის ნდობა დაებრუნებია )))
ჩვენ რომ იდალური და მოაზროვნე საზოგადოება არ გვყავს ეგ ვიცით, მაგრამ მხოლოდ ხალხს გადააბრალო ყველაფერი და ვითომ ყოველ წელს გაყალბებას არჩევნების არის არასწორი. ყველაზე დიდი წვლილი ქოცების ყოფნაში ხელისუფლებაში შეტანილი აქვს ნაცებს და დანარჩენ ოპოზიციას.
რუსეთი იმედია წააგებს ომს, მაგრამ ქოცები მაინც დარჩებიან ხელისუფლებაში თუ არ გამოფხიზლდება ოპოზიცია, მე კიდე მეეჭვება ოპოზიციის გამოფხიზლების.
არადა, ძალიან მარტიავია ყველაფერი: დღესვე უნდა დაიწყოს ოპოზიციამ არჩვენბისთვის მზადება.
დაიწყონ რეგიონებში სიარული კარდაკარ და საარჩევნო პოგრამის გაცნობა ხალხისთვის, თორემ მარტო ქოცები გადავაგდოთ არ კმარა.
მოხდეს უნდა ამ ნეგატიური გარემოსგან განთავისუფლება.
მთავარი ოპოზიცური არხები ჩააბარონ ისეთ ხალხს რომელბიც არ იწვევენ აგრესიას მოსახლეობაში, მაგალითად, ზაალ უდუმაშვილს.
გამოვდენ და თქვან - ჩვენ მზად ვართ ქვეყნის მომავლისთვის ვითანამშრომლოთ ქართულ ოცნებასთან თუნდაც არ გვეხატებოდეს ისინი გულზე
ამით ქოცებს ბევრ არგუმენტებს მოუსპობენ და ხალხსაც დაანახებენ რომ რაღაც ახალი ხდება ქართულ პოლიტიკაში.
ნაკლები წივილი და რევოლუციების ძახილი და მეტი ცივილური პოლიტიკური პროცესებია საჭირო რაც იმ ვადამდელ არჩვნებსაც მოიტანს და ოპოზიცია დაიბრუნებს ხლახის ნდობას და ქოცობაც დასრულდება, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერი იცვლება. ისევ იქ ვართ 90-იანებში.
ამ პოლიტიკურ მოცემულობაში როდესაც ერთ მხარეს არის ქოცები და მეორე მხარეს ნაცები მაინც ქოცობა გაიმარჯვებს, რაც არ არის კარგი, მაგრამ მხოლოდ ხალხს შეაწმინდო ხელი, აი ეგ უფრო არასწორია.
ხოდა, რადგანაც ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ცვლილებებს და ისევ იგვე მთეოდებით იბრძვის, ერთადერთი კარგი საქმე მიშას შეუძლია გააკეთოს მაგ პარტიის გაუქმებით და წავიდეს ქართულ პოლიტიკიდან. ხომ არ აფასებს ხალხი ? ხოდა, ეგეც დაისვენებს და ჩვენც.