ThatGuyრახან ზოგს არასწორი წარმოდგენა აქვს
დავწერ ცოტა ვრცლად ამაზე
დასავლეთში არ არის აუცილებლობა, რომ მინისტრი იყოს სამხედრო
რადგან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა არის პოლიტიკური და ასევე მენეჯერული
უამრავი მაგალითია
საფრანგეთში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში, შვედეთში
რომ ქალები იყვნენ და არიან თავდაცვის მინისტრები
უკრაინაშიც ასეა,თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი არ არის სამხედრო და არც ევალება რომ იყოს, გენშტაბის უფროსი ზალუჟნია მთავარი სამხედრო პირი
უშუალოდ სამხედრო საკითხებს დასავლეთშიც წყვეტს, გენერალური შტაბების უფროსები, რომლებიც გამოცდილი სამხედროები არიან
გერმანიაში ასეთია ოთხ ვარსკვლავიანი გენერალი ებერჰარდ ზორნი (ანუ მაგათი ზალუჟნი, უფრო გასაგებ ენაზე)
დასავლეთში არ აზროვნებენ მოძველებული საბჭოური აზროვნებით
რომ თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს მაინცდამაინც კაცი და ისიც სამხედრო
ვიმეორებ, თავდაცვის მინისტრის პოსტი არის პოლიტიკური(მენეჯერული)
უმაღლესი სამხედრო პოსტი არის გენერალური შტაბის უფროსი
სადაც დასავლეთის ქვეყნებს (აშშ, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ა,შ) დამიჯერე უმაღლესი დონის სამხედრო მაღალჩინოსნები ყავთ
ესეც გერმანიის მთავარი სამხედრო პირი ამჟამად
გენერალი ზორნი
This post has been edited by DIDGORI-GEO on 2 Oct 2022, 12:38