ევროპას რომ გაუჭირდება, ეგ მათი კრეტინიზმის გამო უფრო მოხდება, რუსული გაზის გარეშეც.
თუმცა, როგორც ხუილოა საკუთარი თავის მტერი, ისევეა ენერგოაყლიოზში გაჭედილი ევროპებიც.
"ზამთარი ახლოვდება, ევროპა კი უფსკრულის პირას დადის" - რას წერს ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა
https://kvirispalitra.ge/article/96779-zamt...ikuli-gamocema/ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ - "ფორინ პოლისმა" (Foreign Policy) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ზამთარი ახლოვდება, ევროპა კი უფსკრულის პირას დადის" (ავტორი - ბრენდა შაფერი). მასში გაანალიზებულია როგორც ევროკავშირში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის მიზეზები, ასევე, ნაჩვენებია კრიზისიდან გამოსვლის სავარაუდო გზები.
...ევროპის ენერგეტიკული კრიზისი ორი ათწლეულის განმავლობაში მწიფდებოდა. დაისახეს რა მიზნად, სწრაფად გადასულიყვნენ მოპოვებითი წიაღისეულის ენერგოწყაროებიდან და ატომური ენერგიიდან განახლებად ენერგოწყაროებზე, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ენერგორესურსების მიწოდების სფეროში ღრმა ცვლილებები განახორციელეს. იმავდროულად, მათ ყურადღება არ მიაქციეს იმ პროგნოზებს, რომ სამომავლოდ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნილება მაინც შენარჩუნდებოდა - როგორც საიმედო წყაროებზე ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. მათ უპირატესობა ქარის ელექტროსადგურებს და მზის პანელებს მიანიჭეს. ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ წიაღისეული საწვავის შიდა მოპოვება და მისი იმპორტიც შეამცირა, თუმცა გამონაკლისი გააკეთეს - [იაფი] რუსული გაზი მაინც დაიტოვეს. მაგალითად, გერმანიამ, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გაზის საბადოები აქვს, კანონით აკრძალა გაზის ამოღება ჰიდროგარღვევის წესით. იგივე გააკეთეს საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა. ამის შედეგად ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მოპოვება სანახევროდ შემცირდა და დღეს ევროპაში, გაზის მოხმარების თვალსაზრისით, იმპორტულ გაზს 83%-იანი წილი აქვს.
"მწვანე აქტივისტების" ზეწოლით, გერმანიამ ასევე უარი თქვა ატომურ ელექტროსადგურებზე, რომლებიც ჰაერში არანაირ მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფენ და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მაღალი რეპუტაცია აქვთ.
...
ევროპამ დაიჯერა, რომ მას გაზის გარეშე ცხოვრება შეუძლია და უარი თქვა ენერგორესურსების იმპორტის გრძელვადიან კონტრაქტებზე. ამის შედეგად ევროკავშირი გაზის მწვავე დეფიციტს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ ბუნებრივი გაზის უდიდესი ექსპორტიორები არიან. და მათ შორის არა მარტო რუსეთია, არამედ - ჩრდილოეთი აფრიკა, ცენტრალური აზია და სხვა რეგიონები. ევროკავშირს შეეძლო, საიმედოდ ეგრძნო თავი გაზით უზრუნველყოფის საკითხში, ნორმალური ფასებით, მაგრამ ახლა ის გაზის საბაზრო ფასებზეა დამოკიდებული. დღესაც კი, როცა ევროკავშირის ემისრები მსოფლიოში გაზის საძებნელად დადიან, ისინი მაინც უარს ამბობენ გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე. აი, სულ ახალი ფაქტი: ამას წინათ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ყატარში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაზის საყიდლად იმყოფებოდა, მაგრამ ბერლინში მხოლოდ ერთადერთი თხევად გაზმზიდი ტანკერის კონტრაქტით დაბრუნდა. არადა, მას შეეძლო, საკუთარი ქვეყანა გაზით ხანგრძლივად უზრუნველყო. გამოდის, რომ ევროპა თავისივე პოლიტიკის მძევლად რჩება.
და ა.შ. საქმიანი სტატიაა.
რუსეთი უნდა დაინგრეს.