საკმაოდ ბევრია, გადანაწილებულია ევროპასა და აშშ-ში. ქართველების რაოდენობის გათვალისწინებით ნამდვილად ბევრია. იშვიათია დარგი რამდენიმე პროფი არ მოიძებნოს (ზოგიერთში რამდენიმეზე ბევრად მეტი) ძალიან კარგი სამსახურით, ანაზღაურებით და კარიერით. ხანდახან გაგიკვირდება ამ სფერომ რატომ დააინტერესა ეს ადამიანიო, მისი სპეციფიურობიდან გამომდინარე. ეს რაც მე ვიცი.
სხვა ამბავია, რომ თავისთვის მშვიდად ცხოვრობს მათი უმეტესობა, სოც.ქსელებსა და ქართულ ტელევიზიებში არ აქტიურობენ, სრულად არიან ინტეგრირებული იქაურ საზოგადოებებში და მასამ საიდან უნდა შეიტყოს მათ შესახებ, მითუმეტეს როცა თვითმიზანიც არ აქვთ ასეთი. ფეხბურთელები ან UFC-ის მებრძოლები ხომ არ არიან.