#59693061 · 6 Oct 2022, 04:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დეოლიგარქიზაციის კანონი რეალურად რომ დავუკვირდეთ მართლა უაზრობაა. ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს, ანუ კანონით არა. კანონით მას არ აქვს თანამდებობა. ის ამას კანონის გარეშე აკეთებს და საერთოდ არ სჭირდება ფორმალური თანამდებობა იმისათვის რომ ქვეყანა მართოს. კანონით იმას ვერ შეებრძოლები რაც ისედაც კანონის გარეთ ხდება, ანუ ეს იგივეა დაახლოებით, რომ შევქმნათ კანონი და ავუკრძალოთ რომელიმე ნარკო დილერს ნარკოტიკის გაყიდვა. ცხადია, ამას არ ექნება არანაირი შინაარსი, რადგან ნარკო დილერი ისედაც არ აღიარებს კანონს, ანუ მე ვამბობ რომ მსგავსი კანონები არ მუშაობს და რჩება ფურცელზე დაწერილად. ქვეყანაში სადაც არ არსებობს პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ისინი ემორჩილებიან მაგალითად ამ შემთხვევაში ბიძინას, როგორ წარმოგიდგენიათ ამ კანონის მიღების შემთხვევაში რა მოხდება აღარ დაემორჩილებიან? პრობლემა კანონში არაა, პრობლემა სისტემაშია. სისტემა უნდა გადაკეთდეს ისეთად, რომ ვერცერთმა ოლიგარქმა ვერ მართოს. ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში ოლიგარქი კლასიკური გაგებით საერთოდ აღარ იარესებებენ, უბრალოდ იარსებებენ მდიდარი ადამიანები. მდიდრების წინააღმდეგ ბრძოლა კი უსამართლო და არასწორი, კომუნისტური ბოდვაა.
|