ქართველებიცო საღორემ
რუსული მედია - ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე რვა ადამიანია დაკავებული - ტვირთის გადატანაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ
12.10.2022 / 11:30
https://www.interpressnews.ge/ka/article/73...-monacileobdnenყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რვა ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.
„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.
მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.
მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.
„იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა,“- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით, ტვირთის გადაადგილებას მთელ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს თავი წარუდგინა როგორც „ივან ივანოვიჩი“. მათივე მტკიცებით, ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე კრემენჩუგის მცხოვრებზე რეგისტრირებული ტელეფონი.
P.s.
ბულგარეთის მთავრობა - ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე
11.10.2022 / 21:32
https://www.interpressnews.ge/ka/article/73...tis-teritoriazeბულგარეთის მთავრობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო სატვირთო მანქანასთან, რომლითაც, რუსეთის მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდის აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალება BGNES იუწყება.
„რა თქმა უნდა, დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებული იყო მისი მარშრუტის საწყის პუნქტად“, - აცხადებენ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს აფეთქებული სატვირთო მანქანით ხდებოდა პოლიეთილენის ფირფიტების გადატანა და მისი მარშრუტი თითქოსდა, ბულგარეთიდან იწყებოდა. ამასთან დაკავშირებით ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.
„ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი რამენაირად დაუკავშირდეს ტერორისტულ აქტივობებში რაიმე სახის მონაწილეობას“, - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს დილით, აფეთქების შედეგად, დაზიანდა ხიდი ქერჩის სრუტეზე, რომელიც აკავშირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის კრასნოდარის ტერიტორიას. ხიდის ოთხი სავალი ნაწილიდან ორი ჩამოინგრა.
This post has been edited by მაწო:+) on 12 Oct 2022, 11:44