პუტინს მოვუსმინე გუშინ და მართლა გამოპუტინებულა ვლადიმირი.
უკრაინელებმა ეს ტერორისტული აქტი(ხიდის აფეთქება) იმიტომ ჩაიდინესო რუსეთი და ევროკავშირი რომ დააშოროსო, რომ რუსეთმა ევროპის ხალხს საწვავი თუ ბუნებრივი აირი ვერ მიაწოდოსო.(ზუსტი ციტირება არ არის) ამიტომ ეს არის ტერორისტული აქტიო
ჯერ ერთი, ევროპა უკრაინელებს ეხმარებაო და ატომური არ ასცდებათო იმუქრებოდა, ეხლა უკრაინა ევროპას და რუსეთს შორის შავ კატად გამოიყვანა.
მეორეც, უკრაინას ევროპის დაზარალება რომ სდომოდა მილსადენებს დიდი ხნის წინ არ დააზიანებდა?
მესამეც, მსხვერპლს თავდაცვის უფლება არ ჰქონია.
მეოთხეც, რუსები რომ ფაშისტების შემოსევის დროს ხიდებს აფეთქებდნენ ისიც ტერორისტული აქტი ყოფილა და მაშინ, მათ მიერ სამამულო ომის შესახებ გადაღებულ ფილმებში რუსი ჯარისკაცებიც გმირებად კიარა ტერორისტებად მოიხსენიონ.
არა, ყირიმის ხალხი დააზარალესო რომ ეთქვა კიდევ ხო.
ევროპასა და რუსეთის შორის მურმანის ეკლად გამოიყვანა უკრაინელები.
ასეთი სიცრუე ...(((((((((((((
შეიძლება სულელი მოტყუვდეს, მაგრამ ეს კაცი მთელი თუ არა ნახევარი მსოფლიოს მოტყუებას ჩემობს. ყველა სულელი ჰგონია?
ვინც სიმართლეს ეტყვის იმასაც ატომურს ესვრის ისე მიდის საქმე.
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.