roko-toko
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4791
წევრი No.: 84793
რეგისტრ.: 17-February 09
|
#59720746 · 14 Oct 2022, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემდგომ დღეებში, ბელორუსის ტერიტორიაზე დაიწყებს შემოსვლას რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც შეუერთდებიან ახლად ფორმირებულ რუსულ-ბელორუსულ რეგიონალურ დაჯგუფებას, მეზობელი სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთეებისგან თავდასაცავად. ოფიციალური განცხადებით, ბელორუსის ტერიტორიაზე შეიყვანენ 10-15 000 რუს სამხედროს, თუმცა სავარაუდოა, რომ რუსეთში მობილიზებულთა ხარჯზე, მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნება.პარალელურად, რუსული სამხედრო ნაწილების გარდა, 3 თვიანი მომზადების ფარგლებში განხორციელდა დაახლოებით 70 000 სამხედროსაგან შემდგარი ბელორუსული სამხედრო დაჯგუფების ფორმირება(მათ შორის არიან ფარული მობილიზაციოს ფარგლებში მობილიზებულები), რომელთა დიდი ნაწილი, რუსულ ძალებთან ერთად ბელორუსის სამხრეთ საზღვრებთან განლაგდება, დაუზუსტებელი გათვლებით, ოქტომბრის ბოლომდე, ბელორუს-რუსეთი აპირებს დაახლოებით 100 000-იანი სამხედრო დაჯგუფების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრას, ამავდროულად, ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს, ბელორუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტყიან ზონაში აკრძალა მნახველთა შესვლა, რაც აჩენეს ეჭვებს, რომ 24 თებერვლის მსგავსად, ახლაც, ამჯერად უკვე რუსულ-ბელორუსული ძალების დაგროვება განხორციელდება კიევ-ჩერნიგოვის რეგიონების სიახლოვეს, ბელორუსის ტერიტორიაზე. ერთობლივი სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან მობილიზების პარალელურად, ბელორუსში მთელი რიგი საფრთხის შემცველი მოქმედებები ფიქსირდება, როგორც იცით, ლუკაშენკომ უკვე განაცხადა, რომ NATO უკრაინის გამოყენებით აპირებს ბელორუსის ტერიტორიაზე თავდასხმას და ის გარდაუალია, რადგან სამზადისი უკვე მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, ლუკაშენკომ ბელორუსის უსაფრთხოების სამსახური უშუალოდ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადმოიყვანა და მათ დაავალა განსაკუთრებული სიფხიზლე მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, რასაც დღეს მოჰყვა, ბელორუსის მასშტაბით ანტი-ტეროროსტული რეჟიმის შემოღება და უსაფრთხოების სამსახურების საგანგებო რეჟიმში გადასვლა. მეტიც, პრო-სამთავრობო მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმები ბელორუსის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ბელორუსის ტერიტორიაზე საფრთხის შემცველ მანევრბს აკვირდება NATO და უკრაინა, კიევში განაცხადეს, რომ პუტინი ცდილობს ლუკაშენკოს იძულებს უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო მოქმედებების დასაწყებად, თუმცა ამ ეტაპზე საზღვრებთან განსაკუთრებული კონცენტრაცია არ შეინიშნება (სავარაუდოდ, ბელორუსში რუსული ნაწილების შესვლის(დაბრუნების) შემდეგ დაიწყება საზღვრებთან ჯარების მასშტაბური კონცენტრაცია), დაახლოებით ამავე ინფირმაციას ავრცელებს NATO, კერძოდ, NATO-სადაზვერვო ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში არ არის ბელორუსის ტერიტორიიდან ხელახალი თავდასხმის დაწყების საფრთხეები, თუმცა, რისკები რომ სერიოზულია, ამის დანახვა დაკვირევბული თვალით მარტივად შეიძლება, რეალურადაც, თეორიულად, რუსებისთვის ფრონტზე კონვენციურ ომში ვითარების შესაძლო შეცვლის პერსპექტივა სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან ხელახალ შეჭრაში უნდა ისახებოდეს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ახალი სამხედრო დაჯგუფების ძირითად ბირთვის, რომელიც ბელორუსის არმიისგან შედგება, რომელთა მორალი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასასვლელად და ზოგადი ბრძოლისუნარიანობა, პრაქტიკულ დონეზე გამოუცდელობის პირობებში უდაბლესია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პუტინისთვის ბოლო ხავსზე ჩაჭიდება უნდა გამოდგეს, აღარაფერს ვამბობ, ბელორუს სამხედროებთან ერთად, ძირითადად დაგროვებულ, მობილიზებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ვითარებას ვერ შეცვლიან, თუმცა, თუ კი მართლაც დაიწყო შეტევა, მას ექნება 2 მიმართულება,პირველი, ეს არის, ბელორუსის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთიდან, უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებზე შეტევის წარმოება, რითაც რუსულ-ბელორუსული ძალები შეეცდებიან, გადაჭრან უკრაინის მომარაგების ძირითადი ლოჯისტიკური ხაზები, ხოლო, მეორე ეს არის, კვლავ კიევის მიმართულებით შეტევის დაწყება, რაც პრაქტიკულ დონეზე, ცრუ მანევრის ფუნქციას შეასრულებს, მნიშვნელოვანი უკრაინული ძალების დედაქალაქის დასაცავად შებოჭვის განზრახვით, ამ ოპერაციის წარმატებით განხორციელება შესაძლებელია, თუმცა, იმ ეფექტურობით რაც უკვე გვაჩვენა რუსულმა ძალებმა ველზე და შეიარაღებული ძალების მართვის ყველა რგოლში, შეუძლებლად მიმაჩნია განზრახვის სისრულეში მოყვანა, მაგრამ ამ წარმოუდგენლად რისკიანი მცდელობის შემთხვევაში, ეს იქნება ლუკაშენკოს ფიზიკური დასასრულის საწინდარი და რუსეთის მარცხის კიდევ ერთი გაფორმება, არსებობს მესამე ვერსიაც, რომელსაც აქვს არსებობის უფლება და ეს არის ზოგადად, ბელორუს-რუსეთის საფრთიხის შემცველი მანევრებიდან გამომდინარე ხელახალი შეტევის შესაძლებლობის რეალურობის დაშვების ეფექტი, რაც აიძულებს უკრაინის გენშტაბს, სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებიდან, სადაც ახლა აქტიური ფრონტი გვაქვს, შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილები უკრაინის ჩრდილოეთით გადაისროლოს, ერთის მხრივ დედაქალაქის და მეორეს მხრივ, ქვეყნის ჩრდ.დასავლეთ და დასავლეთ საზღვრებთან მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური კვანძების დაცვის მოტივით, რაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე, ერთგვარ შვებას მისცემს, პარალელურად კი, შესუსტებული უკრაინული წინაადეგობის ფონზე, ასიათასობით მობილიზებულთა ხორცის მასით, შეეცდება დაკავებული ტერიტორიების დაცვას, რასაც დღეს ვლადიმერ პუტინმაც გაუსვა ხაზი, კერძოდ, მისი თქმით უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტაქტის ხაზი 1100 კმ-ია და მის დაცვას მხოლოდ კონტრაქტორები ვერ შეძლებდნენ, სწორედ ამიტომ საჭირო იყო მობილიზაციის გამოცხადება,ასე რომ, რისკები ბელორუსიდან ახალი შეტევის დაწყების ან უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე ვითარების დასასტაბილირებლად რუსეთის მიერ ბელორუსიდან ახალი ცრუ მანევრის განსახორციელებლად სერიოზულია, რომლის აღმოფხვრასაც, ჭირდება კიდევ უფრო დიდი რაოდენობით მომზადებული უკრაინული ძალები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან თანამედროვე შეიარაღებით, რაც მთავარია იქნება უწყვეტი მომარაგება დასავლეთიდან, ხოლო თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის ბოლო ქმედებებს, ნათელია, რომ ყველა არსებულ რისკზე ეფექტურად და რაც მთავარია სწრაფად რეაგირებს აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლეთი. აღნიშნული კი, არ უტოვებს ვლადიმერ პუტინს ფართო სამოქმედო არეალს, არც დიპლომატიური კუთხით(რომ როგრმე გამოძვრეს) და არც საბრძოლო მოქმედებების თეატრში, უკრაინაში მისდა წარუმატებელი მდგომარეობის როგორმე შესაცვლელად.
--------------------
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.
|