აბსოლუტურ არასწორ აზრს და პოროშენკოს იაფფასიან პროპაგანდას განავრცობს ბიჭური
პოროშენკომ რაც "გააკეთა", 3-ჯერ მეტი ჭამა იგივე ჯარში
მას 6 წელი ჰქონდა ომის მერე(ზელენსკის კი მხოლოდ არასრული 2 წელი და ისიც უმძიმესი პანდემიის ფონზე) და რამდენიმე ასეული ჯავშანტექნიკა თუ აღდგა მის დროს ან კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბევრი რამ გააკეთა
რომ არა კორუფცია, დღეს უკრაინის არმია გაცილებით წინ იქნებოდა
პოროშენკოს დროს ქვეყანა იყო კორუფციის ჭაობში და კლანურ მმართველობაში ჩაძირული
ამიტომაც, უდიდესი ზიზღია მის მიმართ მოსახლეობაში, მოსახლეობის 75%+ პირდაპირი გაგებით ეზიზღება პოროშენკო და ომის დროსაც კი ხელს არ ართმევენ მას
ეს მისი იაფფასიანი პიარული სვლები კი უბრალოდ სასაცილოა
რაც შეეხება ზელენსკის
მის დროს დაიწყო ძალიან მტკინვეული რეფორმები ჯარშიც
მთლიანად გაყარეს და გენშტაბი გაწმინდეს კორუმპირებული ვერხუშკა გენერლებისგან (როგორც ჩვენთან იყვნენ მაგალითად: წითელაშვილები, ამირიძეები, კობალაძეები და ა,შ)
გზა გაუხსნეს პატიოსან, ახალგაზრდა და ნიჭიერ კადრებს (ზალუჟნი, სირსკი და ა,შ)
ამას კი პოროშენკოს მედია ფუთავდა, როგორც სამხედროების "დევნას"
ზელენსკის დროს თავდაცვის ბიუჯეტი მიუხედავად პანდემიისა 30% გაიზარდა
გაიზარდა ხელფასები, მიეცათ გაცილებით უკეთესი სოც პირობები, დაზღვევა და ა,შ
მოკლედ, აბსულუტურად არასწორი ინფორმაციაა, რომ პოროშენკო რამეში კარგს აკეთებდა უკრაინისათვის
თუ რამეს აკეთებდა, 3-ჯერ მეტს ჭამდა იგივე საქმეში და ბევრად მეტი იყო შესაძლებელი გაკეთებულიყო რეალურად
6 წელში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 15 Oct 2022, 16:30