ამ ვერტმფრენებს რატომ ჟოჟკავენ ასე რა სჭირთ ამ გამზრდელძაღლებს ?
ვერტმფრენი ეგ არის, მითუმეტეს საქართველოში რომ დაქოქო და 1 საათში მაქსიმუმ ნებისმიერ ადგილას გაჩნდე.. აბა რა ჰგონიათ ამათ ვერტმფრენი ?
სამაშველო მაგას ჰქვია მაქსიმუმ 1 საათში რომ მიშველი თორემ მეორრ დღეს ვირის ტაჭკითაც ამოვა ვინმე
https://mtisambebi.ge/news/item/1743?fbclid...1JyTskYeNWyKcogცნობილი ქართველი მთამსვლელის, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილის ოჯახის წევრებს შეატყობინეს მწვერვალ შხელდაზე მისი დაღუპვის შესახებ.
არჩილ ბადრიაშვილი შხელდაზე ექსპედიციაში კიდევ სამ მთამსვლელთან ერთად იმყოფებოდა. მათი მონათხრობის თანახმად, 10 აგვისტოს, როდესაც მწვერვალიდან ქვემოთ ეშვებოდნენ, ამინდი გაუარესდა, არჩილთან ახლოს მეხი დაეცა, რის გამოც ის ქედიდან გადავარდა.
ექსპედიციაში მყოფმა მისმა მეგობრებმა იმავე დღეს შეძლეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინეს, რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდათ. მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მთამსვლელები, შხელდას მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე, დაახლოებით 17-18 საათზე გაემგზავრნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში მხოლოდ მეორე დღეს, 11 აგვისტოს დილით ჩაერთო.
სვანეთის მცხოვრებლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ განმარტებას,
რატომ არ ჩაერთო ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში იმავე დღეს, როცა 10 აგვისტოს, საღამოს, შხელდას მიმართულებით ამინდი გაუმჯობესებული იყო;რატომ დააგვიანა ვერტმფრენმა 11 აგვისტოს, დილით სვანეთში ჩაფრენა;რატომ არ იყო ვერტმფრენი უზრუნველყოფილი საჭირო რაოდენობის საწვავით - მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს, დილით, ექსპედიციის ცოცხლად გადარჩენილი სამი წევრი მესტიაში უვნებლად გადმოიყვანეს, თითქმის ნახევარ დღეზე მეტი ვერტმფრენი გაჩერებული იყო და ის ხეობაში მეორედ მხოლოდ მაშინ შეფრინდა, როცა საავიაციო საწვავით დატვირთული მანქანა სვანეთში ავიდა და მფრინავებმა მარაგი შეივსეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა „მთის ამბებს“ უთხრა, რომ 10 აგვისტოს, საღამოს სვანეთში ცუდი ამინდი იყო, წვიმა და სეტყვა, რის გამოც ფრენა არ შეიძლებოდა, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები არ ადასტურებენ. მათი თქმით, საღამოს, ვიდრე დაღამდებოდა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, აღარ წვიმდა, აღარც ჭექა-ქუხილი იყო და არც ნისლი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ განმარტა, სვანეთში ჩასული ვერტმფრენი, 11 აგვისტოს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში რატომ იყო გაჩერებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი დროულად არ ჩაერთო. ასე იყო კურორტ შოვშიც, 2023 წლის 3 აგვისტოს, როცა სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოს არცერთი სამაშველო ვერტმფრენი არ ჰქონდა. საგანგებო სიტუაციების დროს, ოპერაციებში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ, „მი 8“ ტიპის, საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებს იყენებდნენ.
2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი ასეთი ვერტმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა - ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, 2 მაშველი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. მთავრობამ, მხოლოდ ამის შემდეგ, Airbus Helicopters-გან H 145 ტიპის სამი ახალი ვერტმფრენი იყიდა, რაშიც 26,5 მილიონი ევრო გადავიხადეთ. ორი ვერტმფრენი საქართველოში უკვე ჩამოვიდა. შსს-ს განცხადებით, ეს ვერტმფრენები გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით და სრულად დაკომპლექტებულია სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მას, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2022 წელს გადასცეს „ოქროს წერაყინი“. ქართველმა მთამსვლელებმა ჯილდო დაიმსახურეს 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობით, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა. მწვერვალი „სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთი“ (Saraghrar Northwest) პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. მწვერვალზე ასვლა 1970-80-იან წლებში სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. არჩილ ბადრიაშვილმა (გიორგი ტეფნაძესთან ერთად) 2019 წელს დალაშქრა პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი - ნანგა პარბატი, რომლის სიმაღლეც 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით არის გამორჩეული.
This post has been edited by moen38 on 12 Aug 2024, 02:41