კი და ბევრად მეტი
რუსული რაკეტები უფრო მაღალ ტექნოლოგიურია (ისკანდერი, კალიბრი და X-101), მარა ყველა ერთად რომ აიღო ომამდე მაქსიმუმ 2 000 ერთეული ჰქონდა რუსეთს
ირანს კი 7 000-ზე მეტი ფრთოსანი, ბალისტიკური და ტაქტიკური რაკეტა აქვს მხოლოდ ირანში
ასევე ათასობით (ზუსტი ციფრი უცნობია) რაკეტა აქვს განლაგებული სირიაში, ერაყში, ლიბანში(ჰეზბოლა), ღაზაში(ჰამასი) და იემენში
ისრაელის დაზვერვის მონაცემებით მხოლოდ ჰეზბოლას 200 000-მდე სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო რაკეტა და ბალისტიკური რაკეტა აქვს (ყველა სახის), ასევე საარტილერიო ჭურვები
მოკლედ, გაძეძგილი აქვს აიათოლას მთელი რეგიონი იარაღით
ირანმა სარაკეტო პროგრამა დაიწყო დაახლოებით 35 წლის წინ
ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს დებენ მხოლოდ სარაკეტო წარმოებაში
ირანის გარდა სარაკეტო წარმოების ქსელები ააწყვეს სირია-ლიბან-იემენში
ღაზაშიც კი ახერხებენ ისლამური ჯიხადის და ჰამასის მიწისქვეშა საწარმოებში რაკეტების წარმოებას
და ვენესუელაშიც კი დაიწყეს
მასიური ნგრევის ნაწილში ირანი გაცილებით მეტ იარაღს ფლობს, ვიდრე რუსეთი
რუსეთს ძირითადად რაც ჰქონდა, საბჭოთა დანატოვარი
ირანმა კი 0-დან დაიწყო და ყველაფრის წარმოება შექმნა, უმძიმესი სანქციების მიუხედავად
ბევრი მეცნიერი ჩაიყვანეს სხვა ქვეყნებიდან(განსაკუთრებით 90-იან წლებში), ფულით მოისყიდეს რუსები, ბელარუსები, ინდოელები და ა,შ მეცნიერები
თანამშრომლობენ რუსეთთან, ჩინეთთან, კორეასთან და ბევრ ქვეყანასთან
ჩინეთთან ერთად ააწყვეს ჩიპების წარმოება
რუსებთან ერთად ბირთვული და კოსმოსური პროგრამა
მოკლედ, კარგად გაწერილი გეგმით, შრომით და ფულის ჩადებით შეძლეს ამდენი
რაც მართლა დასაფასებელია, ამდენს რომ მიაღწევ უმძიმესი სანქციების ფონზე
ტყვიიდან დაწყებული ტანკით დასრულებული, ყველაფერს აწარმოებენ
ბირთვული, კოსმოსური და სარაკეტო პროგრამა აქვთ
მოკლედ აშშ-ისრაელთან ომისთვის ემზადება აიათოლა 40 წელია და ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს
2022 წლის ბიუჯეტით დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს ხარჯავენ თავდაცვაში
და არამხოლოდ სამხედრო
სამოქალაქო წარმოებაც სერიოზულად განავითარეს
ასანთის ღერიდან დაწყებული მანქანით დამთავრებული თითქმის ყველაფერს აწარმოებენ
რათქმაუნდა არა მაღალი ხარისხის, მარა მათ ყოფნით
+ ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს ნავთობი + გაზით (მუქთა ფული)
და ეს ყველაფერი
ამერიკის უმძიმესი სანქციების ფონზე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 21 Oct 2022, 23:35