#59797340 · 9 Nov 2022, 14:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მოკლედ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში შემდეგი შესწორებები მიიღო: 1. პირველად ახსენა სახელმწიფოს მიტაცება; 2. ახსენა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სტაგნაცია; სასამართლო რეფორმების შეჩერება და რიგ შემთხვევებში რეგრესიც კი; 3. სახელობით დაასახელა ბიძინა ივანიშვილი, როგორც პირველ რიგში ზღვარდასადები კერძო გავლენა პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და სოციუმზე; 4. განიხილა მედიის წარმომადგენლების მიმართ უდიერი მოპრყრობა, ძალადობა, პოლიტიკური დევნა. ითხოვა გვარამიას საქმის გადახედვა; 5. ჩამოთვალა ყველანაირი საარჩევნო დარღვევა, ჯერაც არდაწეული საარჩევნო ბარიერი; 6. მოითხოვა სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერი საზღვარგარეთ სამკურნალოდ; 7. შეეხო "საქართველოს ლიდერების" ანტიდასავლურ და ომის პროპაგანდას; 8. მოიწონა ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინის მიმართ და მოუწოდა მთავრობას, უზრუნველყოს, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების სარბიელი. |
1 სისულელე 2 რეგრესი რომელ პერიოდთან შედარებით? თუ ნაცების ან შევარდაძის - მაშინ სისულელე 3 კონკრეტულად ეთქვათ რა უნდათ ივანიშვილისგან. თავი უნდა მოიკლას თუ ხალხს მოუწოდოს ქუჩაში გამოსვლისკენ და არსებული ხელისუფლების ჩამოგდებისკენ? 4. გადახედვა შეიძლება კი ბატონო. თავადაც გადახედონ რამდენიც უნდათ, მაგრამ გადახედვა ავტომატურად გამართლებას არ ნიშნავს 5. დარღვევები ყოველთვის იყო და იქნება. შედარებითია ყველაფერი 6. აღიარონ ის რომ პრივილეგირებულ პატიმრად თვლიან სააკაშვილს და სადაც უნდა იქ უმკურნალონ 7. ომის პროპაგანდას საქართველოს ლიდერები არ ახდენენ. ომს პროპაგადირებენ მოღალატე ზოგიერთი პოლიტიკოსი და ნჯო. 8 პრობლემა არაა. ნუ გახდებიან. მაგრამ თავადაც ნუ ისარგებლებენ რუსული "სიკეთეებით".
--------------------
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
|