POSTV - ანალიტიკა
11 ч. ·
მიმდინარე წლის აპრილში მე მოვიყვანე ინფორმაცია უკრაინაში იმ რუსი ოლიგარქების ბიზნეს-აქტივების თაობაზე, რომლებსაც "არ იმჩნევენ" არც ზელენსკი, არც დანილოვი. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთა უარგუმენტო დასანქცირების ფონზე, ვალდებულად ვთვლი ჩემი აპრილის სიის გაფართოვებას. მაშ ასე, დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა ბიზნეს-სფეროებში ნებივრობენ შემდეგი რუსი ოლიგარქები:
== "ალფა ბანკი". მფლობელები: მიხეილ ფრიდმანი (32,8%), ანდრეი კოსოგოვი (40,9%), პეტრე ავენი (23,4%)
== მობილური ოპერატორები "კიევსტარი" და Helsi (ტელესაკომუნიკაციო ჯგუფი VEON-ი, რომლის 48% ეკუთვნის მიხეილ ფრიდმანის და პეტრე ავენის ფონდ LetterOne-ს)
== მინერალური წყლები: «Моршинская», «Миргородская» და «Аляска» — მიხეილ ფრიდმანის, პეტრე ავენისა და გერმან ხანის IDS Group Ukraine
== "ხერსონობლენერგო", "ჩერნოვციობლენერგო", "ჟიტომირობლენერგო", "როვნოობლენერგო" და "კიროვოგრადობლენერგო" - შედიან «ВС Энерджи Интернейшнл Украина»-ში (რუსეთის ჯგუფი VS Energy), რომელიც ეკუთვნის საფეხბურთო კლუბ "ცსკა"-ს ექს-პრეზიდენტ ევგენი გინერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერ ალექსანდრე ბაბაკოვს და რუსეთის კრიმინალური წრეების წარმომადგენელ მიხეილ ვოევოდინს
== ამავე VS Energy ჯგუფს ეკუთვნის სასტუმროები: «Премьер Палас», «Лыбидь», «Днестр» და «Русь», ასევე ელექტრომეტალურგიული ქარხანა «Днепроспецсталь» და ბანკი «Pinbank»
== ჯგუფ РУСАЛ-ის (ოლეგ დერიპასკა) მფლობელობაშია მიკოლაევის თიხის ქარხანა
== რუსეთის ქსელს "L'Etoile" (ტატიანა ვოლიდინა) ეკუთვნის პარფიუმერიის ხაზი Brocard და მისი დისტრიბიუტორი «Эгзагон»-ი
== კორპორაცია "Росатом"-ში შემავალი "Атомэнергомаш"-ი წარმოადგენს «Энергомашспецсталь»-ის მფლობელს
== რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებისთვის ტიტანის მომპოვებელი რუსეთის კორპორაცია ВСМПО Ависма, დნეპრის ოლქში ფლობს ორ მსხვილ საწარმოს: ООО «ВСМПО Титан Украина» და ООО «Демуринский горно-обогатительный комбинат"
== უკრაინაში დღემდე ფუნქციონირებენ შემდეგი რუსული ბანკების წარმომადგენლობები: Сбербанк, Проминвестбанк, Форвард Банк (მფლობელი რუსტამ ტარიკო - ჰოლდინგი «Русский стандарт»)
== სუმების მანქანათმშენებელი სამრეწველო-სამეცნიერო გაერთიანება, სუმების სატუმბო და ენერგეტიკული მანქანათმშებლობის ქარხანა «Насоссэнергомаш»-ის - მფლობელია, რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ლუკიანენკო
== მზესუმზირის ზეთი ViOil მწარმოებელი ქარხანა - მფლობელი, რუსი ოლიგარქი ვიქტორ პონომარჩუკი
== კიევის სავაჭრო ცენტრ Ocean Plaza-ს 67%-ის მეპატრონეა - რუსი ოლიგარქის, არკადი როტენბეტგის სტრუქტურები
== უკრაინაში ნახევრადფაბრიკატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმო «Ермолино» (Ермак Голд)-ს მეპატრონე - რუსი ოლიგარქი ილია ალექსანდროვია
== სარესტორნო ჰოლდინგ Bulldozer Group (რესტორნები: Queen Country Club, Queen, Virgin Izakaya, «Рыба пила», Eshak) - მეპატრონე, რუსი რესტორატორი ალექსანდრე ორლოვი
== ყავისა და ჩაის უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბიუტორი ООО «Орими Украина» (ТМ Greenfield, Tess, «Принцесса Нури», Jardin და «Жокей») - მეპატრონე, რუსეთის მოქალაქე ვერონიკა კოსიანენკო
== კიევის სავაჭრო ცენტრ "მარმელადის" თანამფლობელებია - "გაზპრომის" მეპატრონე ალექსეი მილერი, ბანკ
«Россия»-ს მთავარი აქციონერი იური კოვალჩუკი და რუსეთის სათათბიროს დეპუტატი (Единая Россия) ალექსანდრე ფოკინი
== სასტუმროების ქსელ Reikartz-ის მფლობელი იური ვასინია, რუსეთის ЕАТП Банк-ის (ასტრახანი) აქციონერი
== ჟიტომირის ხორცკომბინატის, ანდრუშევსკის კარაქისა და ყველის საწარმოების (ТМ «Мясная Гильдия», ТМ «Ранчо», ТМ «Gremio de la Carne») მეპატრონეა, რუსი ბიზნესმენი არმენ მელიქიანი
== ყველაზე პოპულარული ტურ-ოპერატორის TUI (ООО ТТВК)-ს მეპატრონე, რუსი ოლიგარქის, ალექსეი მორდაშოვის ვაჟი - ნიკიტაა...
აზრი აქვს - ან ამ სიის გაგრძელებას, ან უკრაინის ხელისუფლების ორმაგ-სამმაგ სტანდარტებზე საუბარს? არ ვიცი, მაგრამ "ხალხის ძალა" - სიმართლესა და ინფორმირებულობაშია...